ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაბაკევი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაბაკევისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კვირიკე, ნინუაკუთხე, ჩხენიში, ხუნჯულაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 35 მეტრი, სამტრედიიდან 5 კილომეტრი. სოფელში დგას XV საუკუნის ჯვარცმის ეკლესია. სოფელი შედიოდა მიქელაძეების სათავადოში.

სოფელი
ნაბაკევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ნაბაკევი
კოორდინატები 42°12′25″ ჩ. გ. 42°19′23″ ა. გ. / 42.20694° ჩ. გ. 42.32306° ა. გ. / 42.20694; 42.32306
ცენტრის სიმაღლე 35
მოსახლეობა 423[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნაბაკევი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

განათლება

რედაქტირება

1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც მოთავსებული იყო ერთსართულიანი ხის ექვსოთახიან შენობაში, ახლად გახსნილ სკოლაში მუშაობდა 5 მასწავლებელი. 1931 წლიდან მიენიჭა რევოლუციონერის, ვანო სტურუას სახელი. 1937 წლიდან დაწყებითი სკოლა გადაკეთდა 7 წლიან სკოლად. 1942 წლიდან 7 წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1948 წლიდან საშუალო სკოლა კვლავ გადაკეთდა 8 წლიან სკოლად, ხოლო 1952 წლიდან ისევ საშუალო სკოლად.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 423 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 564 263 301
2014[1]   423 197 226

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 55-58
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II