სამტრედიის მუნიციპალიტეტის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან სამტრედიის გერბი)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გერბისამტრედიის მუნიციპალიტეტის სიმბოლო დროშასთან. მიღებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაყოფილია ორ ნაწილად.

  • I ნაწილი — ლაჟვარდის ველი, უჭირავს ფარის 2/3.
  • II ნაწილი — მწვანე ველი, უჭირავს ფარის 1/3.

გერბის ფარის ცენტრში ორივე ველზე მოთავსებულია ვერცხლის მტრედი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „სამტრედია“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება