გუბისწყალი

მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუბისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).

გუბისწყალიმდინარე საქართველოში, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.[1] წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფელ დედალაურთან, ზღვის დონიდან 105 მ სიმაღლეზე. მიედინება იმერეთის დაბლობზე. ერთვის მდინარე რიონს მარჯვენა მხრიდან, ქალაქ სამტრედიასთან. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართობი 442 კმ². საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალმოვარდნა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობააგვისტოსა და სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი 16,3 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად. გუბისწყლის ზემო დინებაში, სემის ხეობაში, ზღვის დონიდან 235 მ სიმაღლეზე არის ცარცული პერიოდის კირქვის ბრექჩიებით აგებული ბუნებრივი ხიდი.[2]

გუბისწყალი
River Gubistskali.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები იმერეთის მხარე
სათავე სემი
ყუმი
42°20′33″ ჩ. გ. 42°31′39″ ა. გ. / 42.342528° ჩ. გ. 42.527583° ა. გ. / 42.342528; 42.527583
სათავის სიმაღლე 105 მ
შესართავი რიონი
42°09′41″ ჩ. გ. 42°24′37″ ა. გ. / 42.161583° ჩ. გ. 42.410500° ა. გ. / 42.161583; 42.410500
სიგრძე 36 კმ
აუზის ფართობი 442 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 16,3 მ³/წმ
გუბისწყალი — საქართველო
გუბისწყალი
გუბისწყალი
გუბისწყალი — იმერეთის მხარე
გუბისწყალი
გუბისწყალი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg გუბისწყალი ვიკისაწყობში

გუბისწყალი აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს:[3]

ვიკიციტატა
„მოერთვის რიონს ჩრდილოდამ გუბისწყალი. გამოსდის ოკრიბასა და ვაკეს შორისს მცირეს მთას, დადის ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედა... ამ გუბისწყალს ეწოდა სახელი ესე გუბედ მომდინარეობისთვის.“

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
  2. ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 171.
  3. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941