გორმაღალი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
გორმაღალი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გორმაღალი, ქვაყუდე).
სოფელი | |
---|---|
გორმაღალი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორმაღალი |
კოორდინატები | 42°03′04″ ჩ. გ. 42°19′23″ ა. გ. / 42.05111° ჩ. გ. 42.32306° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა | 420[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, სამტრედიიდან დაშორებულია 18 კმ-ით.
სოფელში მოქმედებს წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. ისტორიულად სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 420 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 210 | 100 | 110 |
2014[1] | 420 | 201 | 219 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 123.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 165-171
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 221 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II