თემურ ქორიძე

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.

თეიმურაზ (თემურ) ქორიძე (დ. 1 აპრილი, 1954, სამტრედია ― გ. 27 ოქტომბერი, 2017, თბილისი) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეინსტრიმული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, მეცნიერებისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე უზენაეს საბჭოში, ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე.

თემურ ქორიძე
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1954(1954-02-01)
დაბადების ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 2017(2017-10-27) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

თემურ ქორიძე დაიბადა 1954 წლის 1 აპრილს სამტრედიაში. სკოლის დამთავრებისთანავე, 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდგომ წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი, ლიტერატურის თეორიის განყოფლების მეცნიერ-თანამშრომელი, სხვადასხვა დროს სწავლული მდივანი; პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და სპი-ის არქიტექტურის კათედრაზე (1981–1991). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ განიცდიდა პოლიტიკურ დევნას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. არის ასამდე სამეცნიერო და კრიტიკული ნაშრომის ავტორი.

თემურ ქორიძე 2017 წლის 27 ოქტომბერს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.[1] დაკრძალეს 31 ოქტომბერს მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • 1999 — „დანგრეული ტაძარი“
  • 2016 — „კაცი არ ყველა სწორია“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თემურ ქორიძე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. Primetime.ge (27 ოქტომბერი, 2017). ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2019.[მკვდარი ბმული]