ავთანდილ რცხილაძე
ავთანდილ რცხილაძე (დ. 19 ივნისი, 1939) — ქართველი პოლიტიკოსი.
ავთანდილ რცხილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 ივნისი, 1939 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1966 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი. სხვადასხვა წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ელექტრომექანიკოსი, თბილისის №26 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საწარმოო სწავლების ოსტატი, თბილისის მეტროპოლიტენის მექანიკოსი, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის მსახიობი, თელავის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).