თენგიზ დიხამინჯია

თენგიზ დიხამინჯია (დ. 18 აპრილი, 1957) — ქართველი პოლიტიკოსი.

თენგიზ დიხამინჯია
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1957 (1957-04-18) (67 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1981-1987 წლებში იყო სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის, სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება „ელვის“ ინჟინერი, პროფესიული ორიენტაციის ცენტრის უფროსი მეთოდისტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ქარტია – 91“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება