დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავი (დ. 8 სექტემბერი, 1963, ვლადიკავკაზი) — ქართველი პოლიტიკოსი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და თავმჯდომარე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი.[2] 1999 წელს დავით თარხან-მოურავი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სასამართლო აქტების აღსრულების დეპარტამენტის უფროსად. 2000 წელს იყო საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2003 წელს თარხან-მოურავმა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.[3]

დავით თარხან-მოურავი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1963 (1963-09-08) (61 წლის) [1]
დაბადების ადგილი ვლადიკავკაზი
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
მეუღლე/ები კარინა თარხან-მოურავი
შვილ(ებ)ი 2
  1. დავით თარხან-მოურავის ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  2. თანამდებობის პირის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  3. allnews.ge