აბედათი

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტი

აბედათი[2][3]სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლემიქავე, ლექაჯაიე, ჯოლევი).[4] მდებარეობს მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 130 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 7 კილომეტრით.

სოფელი
აბედათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი აბედათი
კოორდინატები 42°23′08″ ჩ. გ. 42°16′41″ ა. გ. / 42.38556° ჩ. გ. 42.27806° ა. გ. / 42.38556; 42.27806
ცენტრის სიმაღლე 130
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 541[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბედათი — საქართველო
აბედათი
აბედათი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
აბედათი

სოფელში მდებარეობს აბედათის ციხესიმაგრე.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 541 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 440 - -
2002[4] 464 236 228
2014[1]   541 271 270

ლიტერატურა

რედაქტირება