კურზუ

სოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში

კურზუსოფელი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: გოდოგანი, დობერაზენი, დღვანა, კურზუ, საბერულავო, სანაჭყებიო).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ოჩხომურის ზემოთში, ზღვის დონიდან 360 მ, მარტვილიდან 30 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

სოფელი
კურზუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი კურზუ
კოორდინატები 42°35′12″ ჩ. გ. 42°17′26″ ა. გ. / 42.58667° ჩ. გ. 42.29056° ა. გ. / 42.58667; 42.29056
ცენტრის სიმაღლე 360
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 582[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კურზუ — საქართველო
კურზუ
კურზუ — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კურზუ

1932 წელს სოფელთან იპოვეს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების განძი, რომლის შემადგენლობაში იყო სპილენძის ზოდი, რკინის ცული, ბრინჯაოს სამაჯურის ნატეხი, რგოლი, ჭურჭლის ნატეხები და სხვა არტეფაქტები. განძი განეკუთვნება კოლხურ კულტურას და დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 582 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 637 305 332
2014[1]   582 287 295

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 80.
  • ქორიძე, დ. „კოლხური კულტურის ისტორიისთვის“, თბილისი, 1965
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II