თამაზ ბაძაღუა

ქართველი დრამატურგი და პოეტი

თამაზ ბაძაღუა (დ. 1959, ნახუნავო, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ნოემბერი, 1987, სამტრედიის მიდამოები) — ქართველი დრამატურგი, პოეტი.

თამაზ ბაძაღუა
დაბადების თარიღი 1959
დაბადების ადგილი ნახუნავო, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 5 ნოემბერი, 1987(1987-11-05)
საქმიანობა დრამატურგი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაიბადა უძველეს სოფელ ნახუნავოში, გეგეჭკორის რაიონი, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში. ჰყავდა ორი და - დოდო და ლეილა.

1975 წელს დაამთავრა ნახუნავოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პირველი სამეცნიერო ნაშრომი I კურსის სტუდენტმა წარმოადგინა სტუდენტთა 38 სამეცნიერო კონფერენციაზე „პერსონოლოგიური ანალოგია“. II კურსის სტუდენტმა 1977 წელს ისევ სტუდენტთა 39-ე სამეცნიერო კონფერენციაზე წაიკითხა ნაშრომი: „მისტიკური სილამაზის გამოსახვა იოანე მტბევარის საგალობლებში“, ხელმძღვანელი იყო გ. ფარულავა. 1980 წელს თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 23 წლისამ 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი „მესამე ზარი“ ოჯახიც დროულად, ახალგაზრდამ შექმნა.

1985 წელს გამომცემლობა „განათლებამ“ დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. მისი პირველი პიესა იყო „იფიგენია“ ხოლო „ბოლო ღამე და თუთიყუში“ 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ღამე და თუთიყუში“, მსახიობ დუტა სხირტლაძის შესრულებით. თამაზის პიესები „რეკვიემი ვერცხლის ქორწილისათვის“, „ღუზა ჩაუშვი“, ანგელოზო", „ძველი როიალი“ წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე. პროზაშიც სცადა ბედი 1982 წელს „ცისკრის ბიბლიოთეკის“ 3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დღე“

1987 წლის 5 ნოემბერს პოეტი და დრამატურგი თამაზ ბაძაღუა ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

2011 წლის 22 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში პოეტისა და დრამატურგის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება