კოტე მახარაძე
კონსტანტინე (კოტე) მახარაძე (დ. 17 ნოემბერი, 1926, თბილისი — გ. 19 დეკემბერი, 2002) — ქართველი მსახიობი, პოპულარული სპორტული კომენტატორი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის (1967) და ღირსების ორდენებით. კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996) .
კოტე მახარაძე | |
---|---|
მშობლიური სახელი | კონსტანტინე მახარაძე |
დაბადების თარიღი |
17 ნოემბერი, 1926 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 19 დეკემბერი, 2002 (76 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი, სპორტული კომენტატორი |
მეუღლე(ები) | მედეა ჩახავა; სოფიკო ჭიაურელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკოტე მახარაძე დაიბადა თბილისში 1926 წლის 17 ნოემბერს. 1934 წელს შევიდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1941 წელს. 1944 წელს ასევე წარმატებით დაამთავრა სკოლა და ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1948 წელს წარმატებით დაამთავრა და მიღებულ იქნა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სადაც მან დაჰყო 23 წელი, 1970 წლიდან გადავიდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1973–1974 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის (დღეს უნივერსიტეტი) ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი. 1997 წელს ქ. თბილისში დააარსა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“ , რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი იყო სიცოცხლის ბოლომდე. თეატრში მოღვაწეობის პარალელურად იგი გატაცებული იყო სპორტული ცხოვრებით. იყო საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა კალათბურთს თბილისის დინამოში. 1957 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად ჯერ საქართველოს, ხოლო შემდგომ საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში. 40 წლის განმავლობაში მიჰყავდა რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენებზე. მას მიჰყავდა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის ორი ისტორიული თამაშის რეპორტაჟი — 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად) „დინამო“ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ხოლო 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების თასი.
დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1975: არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (კოტე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე [1]
- 1976: დილის ნისლივით (კოტე) რეჟ. გენო ხიჯავა[2]
- 1984: მონანიება (პროკურორი) რეჟ. თენგიზ აბულაძე [3]
- 1997: ღამის ზარები რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე[4]
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1945: საბჭოთა კავშირის თასი (კალათბურთი)
- 1958: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი
- 1966: საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი
- 1967: შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1996: ღირსების ორდენი
- 1996: თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2001: ღირსების ორდენი
- 2003: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-12. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2013-02-21.