ცეკვა მკვდრებით
ცეკვა მკვდრებით (კომიკური თრილერი) — პიესა ორ მოქმედებად და თექვსმეტ სურათად, ჟანრობრივად ტრაგიკომედია, დაწერილი 2005 წელს მიხო მოსულიშვილის მიერ.
ცეკვა მკვდრებით | |
---|---|
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
პერსონაჟები | დევი, ბოა, ტატუ, ლილი, პატრონი |
პრემიერა | 2008 |
პრემიერის ადგილი | ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოთეატრი |
ენა | ქართული |
თემა | სიხარბე |
ჟანრი | ტრაგიკომედია |
მოქმედების ადგილი | სასტუმრო Dreamland of Mountains („მთების ზღაპრული ქვეყანა“) |
პერსონაჟები
რედაქტირება- დევი — ქმარი. აჭიმებს ატკაცუნებს.
- ბოა — ცოლი. საბალეტო პუანტებით დაბაკუნობს.
- ტატუ — სხვა ქმარი. კრიალოსნის მარცვლებს არაკუნებს.
- ლილი — სხვა ცოლი. ვერცხლის მონეტებივით მძივები უჩხრიალებს.
- პატრონი — რომელიღაც ძალოვანი უწყების გენერალი. უხმაუროდ დადის.
შინაარსი
რედაქტირებაკავკასიაში პერმანენტულად მიმდინარე ომის ფონზე მთებში მიკარგულ საზღვრისპირა სასტუმრო Dreamland of Mountains („მთების ზღაპრული ქვეყანა“), რომელიც ნაყიდი აქვს ორ ოჯახურ წყვილს: ბოას (ცოლი) და დევის (ქმარი); ლილის (ცოლი) და ტატუს (ქმარი).
სასტუმროში არავინ მოდის, მაგრამ მეპატრონეები მაინც არ მიდიან იქიდან, რადგან ბოა და ტატუ ჰეროინის დიდ პარტიებს მეზობელ სახელმწიფოში ჰყიდიან და აღებულ ფულს ძალოვანი უწყების ერთ გენერალს უგზავნიან.
მთელი უბედურება მაშინ იწყება, როცა ჰეროინის გაყიდვის საქმეში მათ პარტნიორ სიკო-ტორპედოს მოაქვს ჩემოდანი, რომელშიც ორი მილიონი დოლარი უნდა იყოს, არადა, მხოლოდ მილიონ-ნახევარია.
ოჯახური წყვილები ერთმანეთზე ეჭვობენ ამ ნახევარი მილიონის, რაც ათასი გრამი ჰეროინის ღირებულებაა, მოპარვას. მათ კარგად იციან, რომ პატრონი ფულის დაკარგვას არ აპატიებთ და ყველას დახოცავს.
ბოა (ცოლი) თავის ქმარს, დევის აიძულებს, მანაც გოლფის სათამაშო ჯოხი აიღოს და მეორე წყვილის დასახოცად გაჰყვეს.
იმავდროულად, ტატუ (ქმარი) თავის ცოლს, ლილის აიძულებს, რომ მანაც გოლფის სათამაშო ჯოხი აიღოს მეორე წყვილის დასახოცად გაჰყვეს.
ლილი (ტატუს ცოლი) გოლფის ჯოხით მოკლავს ბოას (დევის ცოლს).
დევი (ბოას ქმარი) გოლფის ჯოხით მოკლავს ტატუს (ლილის ქმარს).
გადარჩენილი ლილი (ტატუს ქვრივი) და დევი (ბოას ქვრივი) ხელოვნურ ავარიას მოაწყობენ, — მანქანაში ჩასვამენ უკვე მოკლულ ტატუს და ბოას, თან ჩაუდებენ ფულის ნაწილს და მანქანას უფსკრულში გადაჩეხავენ, — რომ თითქოს მათი მეუღლეები საყვარლები იყვნენ, პატრონის (ქვეყნის ძალოვანი უწყების გენერლის) ფული მოიპარეს და როცა მანქანით გარბოდნენ, მაშინ გადაიჩეხნენ უფსკრულში.
ამის მერე ლილი (ტატუს ქვრივი) და დევი (ბოას ქვრივი) შეუღლდებიან და განაგრძობენ სასტუმროში ცხოვრებას.
ერთ დღეს მოდის პატრონი, რომელიც წარმოუდგენთ მტკიცებულებებს, რომ ავარია ხელოვნურად იყო მოწყობილი და მოპარული ფულიც უკვე დაიბრუნა, მაგრამ ლილის და დევის მხოლოდ იმიტომ არა კლავს, რომ სიკო-ტორპედოს მოსაშორებლად სჭირდება ისინი.
მოკლულები (ბოა და ტატუ) ზეცაში არიან, სადაც მათ გოლფის თამაშს უილიამ შექსპირი ასწავლის, ხოლო სოლფეჯიოს კი მუსიკალური ნოტების გამომგონებელი, გვიდო არეცოელი. ბოა და ტატუ მადლობას უთვლიან ლილის და დევის, რომ აქ გამოგზავნაში დაეხმარნენ.
პატრონი კი, რომელიც ამ მოვლენებს აკონტროლებდა და მართავდა, დარწმუნებულია, რომ თავის მეგობარ უილიამ შექსპირზე უკეთესი პიესა შექმნა.
დადგმები
რედაქტირება- 2008 — რადიოდადგმა, ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოთეატრი, საზოდაგოებრივი რადიო (FM 102,4)[1], 84.32 წუთი, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი ბაკო ხვიჩია; მონაწილეობენ: რევაზ თავართქილაძე, დარეჯან ხარშილაძე, მარიამ ჯოლოგუა, გივი ჩუგუაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე.
გამოცემები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ცეკვა მკვდრებით (რადიოთეატრში)[მკვდარი ბმული]
- თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან...
- „ცეკვა მკვდრებით“ დაარქივებული 2013-05-16 საიტზე Wayback Machine.
- Мосулишвили Михо «Танец с мертвецами»
- ცეკვა მკვდრებით -- 1 -- Dancing with the dead
- თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... დაარქივებული 2013-05-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ,,ცეკვა მკვდრებით"[მკვდარი ბმული]
- ↑ Mixo Mosulišvili (2010), Titqmis picaso da cota boskhi, marjvnidan, Tbilisi, Georgia: Saari, http://openlibrary.org/books/OL24988611M/Titqmis_picaso_da_cota_boskhi_marjvnidan
- ↑ https://saba.com.ge/books/details/760