ზურაბ ცინცქილაძე
ზურაბ ცინცქილაძე (დ. 6 ივლისი, 1952, ბათუმი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი. ღირსების ორდენის კავალერი (2002), მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ზურაბ ცინცქილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ივლისი, 1952 |
დაბადების ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1973 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1977-2003 წლებში მუშაობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და არის ამავე უმაღლესი სასწავლებლის დოცენტი. 1987 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1991 წელს დააფუძნა კინოსტუდია „აჭარა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
2000 წელს დააფუძნა ხელოვანთა ლიგა, 2006 წელს დააფუძნა თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია და ხელმძღვანელობას უწევს ორგანიზაციის კულტურულ შემოქმედებით პროგრამებს.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1976 — „თვალი პატიოსანი“
- 1977 — „სინქრონიზაცია“
- 1980 — „სახლი ლესნაიაზე“ — სტამბის მუშა
- 1985 — „მევლუდი“ — მევლუდი
- 1986 — „საფეხური“
- 1988 — „წინამორბედი“ — რედაქტორი
- 1989 — „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“
- 1990 — „იქ-ჩემთან“ — ბარათა
- 1991 — „პრემიერა“ — თემო
- 1996 — „სათნოებათა კიბე“
- 2003 — „კიდევ ერთი ქართული ისტორია“
- 2007 — „სვანი“ — თარხან რექჩიანი
- 2010 — „გოგონა გარეუბნიდან“ (ტელესერიალი) — არჩილ წილოსანი