კახეთის მატარებელი (ფილმი)
კახეთის მატარებელი — ლალი კიკნაველიძის 2019 წლის ქართული დრამა, რომელიც ეფუძნება არჩილ ქიქოძის ამავე სახელწოდების მოთხრობას. სცენარის ავტორები არიან ლალი კიკნაველიძე, არჩილ ქიქოძე, მიხო მოსულიშვილი.
„კახეთის მატარებელი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ლალი კიკნაველიძე |
პროდიუსერი | ლალი კიკნაველიძე, დათო კიკნაველიძე |
სცენარის ავტორი | ლალი კიკნაველიძე, არჩილ ქიქოძე, მიხო მოსულიშვილი |
ეფუძნება | არჩილ ქიქოძის მოთხრობა „კახეთის მატარებელი“ |
როლებში | მიხეილ გომიაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნიკა წერედიანი, გიორგი ბერიძე, გიორგი გოგიშვილი, მამუკა ჯავახიშვილი, ვაჟა ხუციშვილი |
ოპერატორი | გელა ჩინჩალაძე |
მხატვარი | მამუკა ესაძე, ქეთი კალანდაძე |
სტუდია | შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენი“ |
გამოსვლის თარიღი | 2019 |
ხანგრძლივობა | 44 წუთი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მიშა გზასაცდენილი შვილის დაკარგვის გამო დანაშაულის გრძნობით დამძიმებული ცხოვრობს. მას პოლიციელები დაღუპული შვილის ნაძარცვის შენახვას ედავებიან და სასტიკად სცემენ.
ნიკო ფიროსმანის ნახატთან „კახეთის მატარებელი“[1] შეხება მიშასთვის უკან დაბრუნების, მონანიების, შვილისადმი სიყვარულის აღიარების შესაძლებლობა ხდება.
როლებში
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
მიხეილ გომიაშვილი | მიშა |
ია შუღლიაშვილი | ცოლი |
ნიკა წერედიანი | პოლიციელი |
გიორგი ბერიძე | მეორე პოლიციელი |
გიორგი გოგიშვილი | |
მამუკა ჯავახიშვილი | |
ვაჟა ხუციშვილი | შვილი |
პრიზები
რედაქტირება- მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „კახეთის მატარებელი“ მიენიჭა მიხეილ გომიაშვილს, 2021