არჩილ ქიქოძე

ქართველი მწერალი და ფოტოგრაფი

არჩილ ქიქოძე (დ. 9 ივლისი 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, ფოტოგრაფი და მოგზაური.

არჩილ ქიქოძე
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1972(1972-07-09) (52 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი და ფოტოგრაფი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ჩიტის და კაცის ამბავი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წლის 9 ივლისს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]

არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.[2]

გამოცემები

რედაქტირება
  • „ბიჭები“ - მოთხრობების კრებული (1996)
  • „ირემი და ლიმონათი“ - მოთხრობების კრებული (2002)
  • „სოფელ ქვეყანა“ - მოთხრობების კრებული (2006)
  • „მყუდრო“ - მოთხრობების კრებული (2008) - გამომცემლობა „საარი“
  • „ამანათი“ - მოთხრობების კრებული (2011) - გამომცემლობა „პალიტრა L“
  • „ესეები“ - დოკუმენტური პროზა (2012) - გამომცემლობა „სიესტა“
  • „ჩიტის და კაცის ამბავი“ - მოთხრობების კრებული (2013) - გამომცემლობა „სიესტა“
  • „საქართველო“ - ტექსტი ფოტოალბომისთვის (2014) - „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
  • „სამხრეთული სპილო“ - რომანი (2016) - „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“
  • "ხვლიკი საფლავის ქვაზე" - რომანი (2021) - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

ჯილდოები

რედაქტირება
  • პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002)
  • ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)
  • ლიტერატურული პრემია "საბა" ნომინაციაში წლის საუკეთესო მოთხრობების კრებული, წიგნისათვის "ჩიტის და კაცის ამბავი" (2014)
  • ლიტერატურული პრემია "ლიტერა" ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი, წიგნისათვის "სამხრეთული სპილო" (2017)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის "სამხრეთული სპილო" (2017)

კინოსცენარი

რედაქტირება

კინო როლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. translationlab.ge
  2. radiotavisupleba.ge