შემთხვევითი პაემნები
შემთხვევითი პაემნები — 2013 წლის ქართული დრამატული ფილმი. ფილმი მოგვითხრობს ორმოც წელს მიტანებულ ორ მამაკაცზე, რომლებიც ეძებენ სიყვარულს, როგორც თავის დაღწევის საშუალებას. ისინი საეჭვო პაემანზე მიდიან. მათ შესახვედრად მხოლოდ ერთი გოგონა მოდის, აქედან იწყება ღალატის და კრიმინალის ისტორიები. ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მუდამ აოცებს მაყურებელს შემოქმედებითი ნარატიული მოულოდნელობებით.[1]
„შემთხვევითი პაემნები“ | |
---|---|
ჟანრი | ტრაგიკომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ლევან კოღუაშვილი |
სცენარის ავტორი | ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ანდრო საყვარელიძე |
როლებში |
ანდრო საყვარელიძე არჩილ ქიქოძე |
ოპერატორი | ტატო კოტეტიშვილი |
სტუდია | „დამოუკიდებელი კინოპროექტი“, ეროვნული კინოცენტრი , |
დისტრიბუტორი | Millimetr Film |
გამოსვლის თარიღი | 2013 |
ხანგრძლივობა | 99 წთ |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ფილმის შესახებ
რედაქტირებაფილმი „შემთხვევითი პაემნები" თანაგრძნობით სავსე ტრაგიკომედიაა მარტოხელა ადამიანის ჩუმ სასოწარკვეთაზე და ჭეშმარტი მეგობრობის მუდმივ ძიებაზე. მარტოხელა და მელოტი სკოლის მასწავლებელი, 40 წლის სანდრო ჯერ ისევ თავის ხმაურიან, მუდმივად მოკამათე მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მათი ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. როდესაც შემთხვევითი პაემანი უემოციო აბსურდულობად გადაიქცევა, სანდრო უქმე დღეების გასატარებლად ზღვის წვიმიან სანაპიროზე გაემგზავრება თავის ძველ მეგობარ ივასთან ერთად. აქ მეგობრები შემთხვევით გაიცნობენ სტილისტ მანანას (ია სუხიტაშვილი). იბადება სიყვარული - ან, კოღუაშვილისა და ბორის ფრუმინის წინაღმდეგობრივ სცენარს თუ მივყვებით, ის მწიფდება - მაგრამ ამ სიყვარულს დიდი დღე არ უწერია. მანანას ქმარი თენგო (ვახო ჩაჩანიძე) ციხიდან გამოდის და ძალიან მალე სანდრომ არჩევანი უნდა გააკეთოს სიყვარულსა და ღირსებას შორის....[2]
როლებში
რედაქტირება- ანდრო საყვარელიძე - სანდრო
- არჩილ ქიქოძე - ივა
- ია სუხიტაშვილი - მანანა
- ვახო ჩაჩანიძე - თენგო
- კახი კავსაძე - სანდროს მამა
- მარინა ქარცივაძე - სანდროს დედა
- მარიკა ანთაძე - ლალი
- სოფო გვრიტიშვილი - ნათია
- ჯანო იზორია
- მარლემ ეგუტია
- სოფო შაქარიშვილი
ჯილდოები
რედაქტირებაფილმმა გაიმარჯვა ზაგრების ფილმის ფესტივალზე. ნაჩვენები იყო ტორონტოს ფესტივალზე.წარდგენილი იყო ოსკარზეც თუმცა ვერ მოხვდა 9 ფილმიან სიაში.[3]