ჯანო იზორია
ჯანო იზორია (დ. 17 მაისი, 1980, გალის რაიონი, ოტობაია, აფხაზეთი, საქართველო) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
ჯანო იზორია | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯანო იზორია |
დაბადების თარიღი |
17 მაისი, 1980 გალის რაიონი, ოტობაია |
აქტიური | 2005-დღემდე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯანო იზორია დაიბადა 1980 წლის 17 მაისს. აფხაზეთში, გალის რაიონის, სოფელ ოტობაიაში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი — კინოსამსახიობო ფაკულტეტი.
2005 წლიდან მუშაობდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში. მსახიობი გარდა ფოთის თეატრისა თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან.
მისი მნიშვნელოვანი როლები — ილიაუნის თეატრი: ჯუზეპე „ოპერა მაფიოზო“, რეჟისორი გაგა გოშაძე; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: ექიმი პოლიაკოვი „მორფი“, რეჟისორი ირაკლი გოგია, ბაბუა - „ზვავი“, რეჟისორი გაგა გოშაძე, გენრიხი „451 გრადუსი ფარენგეიტი“, რეჟისორი ზურაბ ბეგლარიშვილი, „ყვითელი დღეები“ რეჟისორი დავით მღებრიშვილი, „ვირთხებზე ნადირობა“ რეჟისორი რალფ ზიბელტი; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სალიერი „Agnus Dei“, რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი, ადვოკატი „კრამერი კრამერის წინააღდმეგ“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი, რაბინი „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. ჯანო იზორიას აგრეთვე ნათამაშები აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზეც, აფხაზი ბიჭის როლი სპექტაკლ „თავისუფლების შუაღამეში“, რომლის რეჟისორი არის გოგა მაისურაძე.
ჯანო იზორიას აქვს ნათამაშები ქართულ ცნობილ ფილმებში, მათ შორის: „არის ასეთი ქვეყანა“ (2003 წელი); „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“ (2008 წელი); გაღმა ნაპირი მისი ერთ-ერთი გამორჩეული როლი სადაც ის ასრულებს ინაგულის როლს; მსახიობის კიდევ ერთი ცნობილი ფილმია „კომა“ - ბესოია; „სახლი გზაჯვარედინზე“; ლტოლვილი ბიჭი - „შემთხვევითი პაემნები“; მხედრიონელი ბიჭის როლი - ნანა ექვთიმიშვილის ფილმში გრძელი ნათელი დღეები; მოირა; „ცუდი ხალხი“; „ჰორიზონტი“ (2018 წელი). ჯანო იზორიას ერთ-ერთი გამორჩეული როლია აფხაზი ჯარისკაცი, მხატვრულ ფილმ მანდარინებში, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე; ასევე გრიგოლის როლი – სერიალ „ტიფლისი“, რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი.
2016 წელს მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
2019 წელს კანადაში მსახიობი Redline International Film Festival-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ფესტივალზე გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ იყო წარდგენილი სამ ნომინაციაში, სამივე პრიზი ამ ფილმა მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი ვახო ჩაჩანიძე გახდა; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კი ჯანო იზორია.