გაღმა ნაპირიქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი. გამოვიდა 2009 წელს.

„გაღმა ნაპირი“
დამდგმელი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი,
საინ გაბდულინი
სცენარის ავტორი ნუგზარ შატაიძე
როლებში თედო ბექაური,
გალობა გამბარია
ნიკა ალაჯაჯევი
კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ გოლოვნიცკი,
ნეზამედინ კიაიე
ოპერატორი შაჰრიარ ასსადი
მონტაჟი სუნ-მიმ კიმი
მხატვარი მერაბ ჯოხაძე
სტუდია ეროვნული კინოცენტრი
გამოსვლის თარიღი 2009
ხანგრძლივობა 90 წთ
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ენა ქართული
ბიუჯეტი 750000 აშშ დოლარი
საიტი www.theotherbank.info

ფილმის შესახებ

რედაქტირება

12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.[1]

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმის პრემიერა გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს საკონკურსო პროგრამაში „თაობა“.

2009 წელის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი აგრძელებს თავის საფესტივალო და ეკრანულ ცხოვრებას.

პრიზები და ნომინაციები
  • რუსეთის კინოაკადემიის ჯილდოს, „ნიკა“–ს ნომინანტი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში (2010)
  • ტრომსოს საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნორვეგია)(2010)– ნორვეგიის მშვიდობის პრიზი
  • დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში)(2010) – საუკეთესო აზიური ფილმი
  • დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში) (2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (თედო ბექაური)
  • პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (თედო ბექაური)
  • 2009 წლის საქართველოს კანდიდატი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, კატეგორიაში „საუკეთესო უცხოურ ენოვანი ფილმი“
  • 2009 წლის ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი კატეგორიაში „ევროპული კინოს აღმოჩენა“
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოლიმპია“(საბერძნეთი) – ჟიურის სპეციალური დიპლომი
  • ინდოეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი (გოა, ინდოეთი) – ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის ფარშევანგი“
  • გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) – პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (ნუგზარ შატაიძე)
  • გონფრევილის საერთაშორისო კ/ფესტივალი (საფრანგეთი) – საბავშვო კ/ფესტივალების მსოფლიო ორგანიზაციის CIFFEJ–ის პრიზი
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ნოეს კიდობანი“(მოსკოვი,რუსეთი) – პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ნოეს კიდობანი“(მოსკოვი,რუსეთი) – პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის(შაჰრიარ ასსადი)
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ლისტოპადი“(მინსკი, ბელორუსია) – პრიზი საუკეთესო დებიუტისათვის
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი Asiaticafilmmediale (რომი, იტალია) – ფესტივალის მთავარი პრიზი „2009 წლის საუკეთესო აზიური მხატვრული ფილმი“
  • Noordelijk საერთაშორისო კ/ფესტივალი (ნიდერლანდები) – ჟიურის სპეციალური დიპლომი
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „MOLODOST“ (კიევი, უკრაინა) – პრიზი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“(ანტალია,თურქეთი) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) „ოქროს ფორთოხალი“ – პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის (თედო ბექაური)
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს ფორთოხალი“ (ანტალია, თურქეთი) თურქ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი.
  • რუმინეთის საერთაშორისო კ/ფესტივალი (არადი, რუმინეთი) – ფესტივალის მთავარი პრიზი „საუკეთესო რეჟისორი“
  • ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო კ/ფესტივალი BUSTER (კოპენჰაგენი, დანია) – ფესტივალის მთავარი პრიზი „საუკეთესო საბავშვო ფილმი“
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „კინოშოკი“ (ანაპა, რუსეთი) – ჟიურის სპეციალური დიპლომი
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს გარგარი“ (ერევანი, სომხეთი) – ფესტივალის გრანპრი „ოქროს გარგარი“
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „ოქროს გარგარი“ (ერევანი, სომხეთი) – ეკუმენიკური ჟიურის პრიზი
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი „პარიზ სინემა“ (პარიზი, საფრანგეთი) – ფესტივალის მთავარი პრიზი “METROBUS”
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი Cines del Sur (გრანადა, ესპანეთი) – ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ალჰამბრა“
  • სიეტლის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) – ფესტივალის მთავარი პრიზი „ჟიურის დიდი პრიზი“
  • სიეტლის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) – კინო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი FIPRESCI
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი GO EAST (ვისბადენი, გერმანია) – ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლილია“ და კონცერნ „შკოდა“–ს ჯილდო
  • საერთაშორისო კ/ფესტივალი GO EAST (ვისბადენი, გერმანია) – კინო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ფრიზი FIPRESCI
  • ბელგრადის საერთაშორისო კ/ფესტივალი FEST 2009 – ჟიურის სპეციალური პრიზი
  1. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-23. ციტირების თარიღი: 2009-11-01.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება