ბერდია ინწკირველი
ბერდია ინწკირველი (დ. 7 დეკემბერი, 1936, ოზურგეთი — გ. 23 სექტემბერი, 2022[1]) — ქართველი მსახიობი, აჭარის დამსახურებულ არტისტი.
ბერდია ინწკირველი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 დეკემბერი, 1936 ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 23 სექტემბერი, 2022 (85 წლის) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1936 წლის 7 დეკემბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე 1963 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია და არა ერთი თეატრალური პრემიის ლაურეატი. მის მიერ შესრულებული როლები: პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), ბასკან უჩარდ (ძახილი), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ჟანა დ'არკი), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა.
ბერდია ინწკირველი გადაღებულია მხატვრულ ფილმებში და სერიალებში: „მიზანი“; „ლეონარდო“; „მერცხლები და ბეღურები“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, „ბათა ქექია“, „ებრაკალაბრა“, „წინამორბედი“, „მაისის თოვლი“, „იქ, ჩემთან“, „ღამის ცეკვა“, „ოქროს ობობა“, „ციხე-სიმაგრე“, „ოჩაბამბა“, „ბოთე“, „მარტოობის ორდენის კავალერი“, „სათნოებათა კიბე“, „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, „ძახილი“, „მოცურავე“, „ვერსათრიელა“, „ყველა კომეტა როდი ქრება“, „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, „გაღმა ნაპირი“ და სხვა.
საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ 2021 წლის 14 იანვარს - ქართული თეატრის დღეს, ნაყოფიერი და ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მსახიობს გიორგი შავგულიძის სახელობის ჯილდო გადასცა.