დავით მღებრიშვილი
დავით მღებრიშვილი (დ. 3 მაისი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.
დავით მღებრიშვილი 1988-95 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო), 1995-97 წლებში — ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი მიხეილ თუმანიშვილი), 1993-1999 წლებში — კინოსა და ტელევიზიის რეჟისურის ფაკულტეტზე (გიორგი შენგელაია სახელოსნო). 2010 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნოვერსიტეტში, სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად. 2007-2009 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო დრამატრული თეატრის მმართველად და სამხატვრო ხელმძღვანელად, ხოლო 2002-2004 სასწავლო წლებში — თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტად.
- განხორციელებული დადგმები
- 2012 — „რომეო და ჯულიეტა“ (უ. შექსპირი, თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი;)
- 2012 — „აღსარება“ (გ. წიკლაური, ფოთის სახელმწიფო თეატრი);
- 2011 — „ყვითელი დღეები“ (დ. ჯანჯიჩი, ფოთის სახელმწიფო თეატრი)
- 2010 — „თეატრი“ (ლ. ბუღაძე, ჭიათურის სახელმწიფო თეატრი);
- 2009 — „ვარსკვლავბიჭუნა“ (ო. უალდი, რუსთაველის სახელმწიფო თეატრი, რობერტ სტურუასთან ერთად);
- 2008 — „თეატრი“ (ლ. ბუღაძე, თელავის სახელმწიფო თეატრი);
- 2007 — „ხანუმა“ (ა. ცაგარელი, თელავის სახელმწიფო თეატრი);
- 2006 — „ჩემი მეგობარი ჰიტლერი” (ი. მისიმა, სამეფო უბნის თეატრი);
- 2004 — “თვითმკვლელი” (ნ. ერდმანი, გრიბოედოვის თეატრი);
- 2002 — “მარიამ სტიუარტი” (ლ. რაზუმოვსკაია, ქუთაისის სახელმწიფო თეატრი);
- 2000 — “მისტიფიკატორი” (ი. გარუჩავა პ.ხოტიანოვსკი, გრიბოედოვის თეატრი);
- 1997 — “ზაფხულის ღამის სიზმარი” (უ. შექსპირი, “აიეტის” სამედიცინო ინსტიტუტი);
- 1995 — “ეს თავისუფალი პეპლები” (ლ. გერში, რუსთაველის თეატრი);
- 1993 — “მარიანას კაპრიზები” (ა. მიუსსე, თეატრალური ინსტიტუტი);
- 1992 — „დათვი” (ა. ჩეხოვი, თეატრალური ინსტიტუტი).