არსაიდან არსაითკენ

არსაიდან არსაითკენმიხო მოსულიშვილის 2012 წლის მინიატურებისა და ერთი ვრცელი მოთხრობის კრებული.

„არსაიდან არსაითკენ“

ავტორი მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი დავით ოძელაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ცხოვრება
ჟანრი პროზა, მოთხრობა, მინიატურა
გამომცემელი საუნჯე
გამოცემის თარიღი 2012
მედია მაგარი ყდა
გვერდი 284
წინამორბედი მადლის ქვა, 2011
მომდევნო სულის მდინარე, 2012
ISBN 9789941927331

შინაარსი რედაქტირება

მიხო მოსულიშვილის წიგნი „არსაიდან არსაითკენ“ განსხვავებული სტილითა და განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილ 38 მინიატურასა და ერთ მოთხრობას აერთიანებს.

ერთი ციდა მოთხრობები რედაქტირება

  • მწვერვალი, საიდანაც უკან ვეღარ ბრუნდებიან
  • ოთხი ჩანაწერი ვაჟა-ფშაველაზე
  • მე გიჟას მოჭრილ თავში ვცხოვრობ ახლაც
  • ერთხელაც არის და...
  • ჭალის გვრიტები
  • ფითრი და ჩურჩხელა
  • ოძელა
  • ახადს უნისლოდ, დარდიანს...
  • არსაიდან არსაითკენ
  • ხაბარდა, პიგმალიონი მოდის!
  • თბილისიდან ადევნებული, მოჭრილი თავი
  • მტკვარდალეული
  • თითჭიდი ფუნიკულიორზე
  • ერთი „ვაჟაობის“ ამბავი
  • ათი რამე, რაც უნდა გააკეთო თბილისში
  • თავისით როგორ დამიბრუნდა „იუპიტერის სინანული“
  • ჩემი ძმის მაგთი-ფიქსმა რომ აურია
  • ვარაზა შალიკაშვილი
  • მოკლედ უსინათლოთა თეატრზე
  • დინოზავრების ნაკვალევზე სიარული აკრძალულია!
  • ირაკლი უჩანეიშვილი გუარამ მამფალის როლში[1]}}.
  • ერთკაციანი მოხეტიალე თეატრი
  • ცოცხალი იყო ჩოქია...
  • გასი ჯეკი[2]
  • ფრთხილად იარე, ძობანავ...
  • როგორ დახატეს ბობრიკი...[3]
  • დრამატურგის ჩიბუხი
  • წივის სუნი
  • ყარტა-ყურტა ქართველებისა და რუსული ოქროს ტრიალისა...
  • რა მაკავშირებს იაპონიასთან?
  • სასაფლაოს დარაჯი
  • მაწანწალა ძაღლივით რომ ხარ, ანუ ქარს მიაქვს მრგვალი სუგეგასა
  • არაგვისა და იორისა, ენგურისა და რიონისა
  • ძაღლების პლანეტაზე რომ არ მოვხვდეთ...
  • გლობუსა
  • სწორად როგორ უნდა იცხოვრო კაცმა
  • ნეტავ, მაქცია სიკვდილადა...
  • ფარდაგების წაწალი

მოთხრობა რედაქტირება

  • ცეკვა მკვდრებით (კავკასიური დეტექტივი)

შეფასება რედაქტირება

ცნობილმა პოეტმა და ჟურნალისტმა, ბელა ჩეკურიშვილმა ასე შეაფასა ეს მინიატურები:

 
„ერთი ციდა მოთხრობები პატარა პოეტური მინიატურებია, რომლის წერის ტექნიკაც, შეიძლება შევადაროთ იაპონელ ძენ-ბუდისტთა „სატორის[4]“ - რაიმეზე დაკვირვებისა და ჩაღრმავების შედეგად მიღებული გასხივოსნების ეფექტს, რომელიც მწერლის მიერ სიტყვად ითქმება ხოლმე. „მე ძენ-ბუდისტი არა ვარ, უბრალოდ ვაკვირდები და დაგროვილი სათქმელი მთავარ ამბად კონცენტრირდება, მის ჩაწერას ვცდილობ“, - ამბობს მწერალი. ეს, ფაქტობრივად ვაჟა-ფშაველას სკოლაა, მიხო მოსულიშვილი იმ გზით სიარულს ცდილობს, „მთანი მაღლნი“, „ფესვები“, თუ „ქუჩი“ რომ იწერებოდა, სადაც ერთი კონკრეტული აზრის, სურათისა, თუ პერსონაჟის გარშემო ტრიალებს ამბავი და რასაც ნოველას ვერ უწოდებ, უფრო ფილოსოფიურ-ლირიკული ჩანახატებია. მსოფლიო ლიტერატურაში ამ ტექნიკას თუ სტილს არაერთი მწერალი მიმართავს, რასაკვირველია, თავისებურად, ეროვნული მწერლობის ტრადიციიდან გამომდინარე“[5]

.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „ირაკლი უჩანეიშვილი გუარამ მამფალის როლში“
  2. გასი ჯეკი (ინგლისურად)
  3. ფინიგანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-19. ციტირების თარიღი: 2017-02-20.
  4. სატორი (ინგლ.)
  5. ბელა ჩეკურიშვილი, სტატიიდან „კრებული ერთი ციდა მოთხრობებით“, გაზეთი „24 საათი“, 03.10.2012