ბელა ჩეკურიშვილი
ბელა ჩეკურიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1974, ვაჩნაძიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი, ჟურნალისტი, გერმანისტი.
ბელა ჩეკურიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1974 (49 წლის) |
დაბადების ადგილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი და გერმანისტი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი |
Magnum opus | ჩვენ, ვაშლის ხეები |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | belachekurishvili.ge/index.php |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბელა ჩეკურიშვილი დაიბადა 1974 წლის 25 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში.
სწავლობდა: ვაჩნაძიანის საშუალო სკოლაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტზე; უცხო ენათა ინსტიტუტში გერმანისტიკის ფაკულტეტზე; თსუ ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე; სწავლობდა ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა აკადემიური ხარისხით Master of Arts. არის თსუ-ს დოქტორანტი, კომპარატივისტიკის მიმართულებით.
1998-2013 წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.
ბელა ჩეკურიშვილის ლექსები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში, გამოიცემა წიგნებად და თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ და არაბულ ენებზე. მისი შემოქმედების მთავარი საკითხია თანამედროვე ქაოტურ სამყაროში ადამიანური ღირებულებებისა და საყრდენი წერტილის ძიება.
მისი ლექსები შესულია შემდეგ გერმანულენოვან ანთოლოგიებში:
- შორიდან. თანამედროვე ქართული ლირიკა. (Aus der Ferne. Neue Georgische Lyrik)[1], 2015, Corvinus Presse
- მე კი კავკასიისკენ მსურს. ქართული ლირიკის ანთოლოგია (Ich aber will dem Kaukasos zu.Eine Anthologie georgischer Lyrik), 2015, Pop Verlag;
- ლირიკის ყოველწლიური 2017. (Jarbuch der Lyrik 2017)[2], Schöffling Verlag;
- Common Sense 2017 (Edition Augenweide Berburg);
- ბერლინის ხელოვანთა ჟუნალში Body&Soul, N30, 2018. Corvunus Presse Berlin.
- გრანდ ტური. მოგზაურობა ახალგაზრდა ევროპულ ლირიკაში ალბანეთიდან კვიპროსამდე. (Eine Reise durch die junge Lyrik Europas – von Albanien bis Zypern), Hanser Verlag, Munich, 2019.
- ანტიკური სამყაროსკენ წარტაცება. ახალი ისტორიები ბერძნულ მითებზე. (Entführung in die Antike: Neue Geschichten um griechische Mythen), PalmArtPress, Berlin 2019.
- „გზაში“. საგამოფენო კატალოგი ("Unterwegs"), Knecht Verlag, Landau 2019.
- პოეზიის კალენდარი „მფრინავი სიტყვები“ 2019. (Fliegende Wörter 2019. Postkartenkalender 2019. Daedalus Verlag).
ქართულ-ინგლისურ ანთოლოგიაში:
- ქართველი პოეტი ქალები Georgian Female Poets[3]. Tbilisi, Georgia, 2016;
თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის ინგლისურენოვან ანთოლოგიაში : Modern Georgia Poetry and Prose, N1, Tbilisi 2017.
მოთხრობა პინარის მძივი შესულია თურქულ ენაზე გამოცემული თანამედროვე ქართული პროზის კრებულში (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[4] - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), გამომცემლობა „კალემ კულტურ“, სტამბოლი, 2017, ISBN 978-605-84-7873-2
წიგნები
რედაქტირება- ან – ან (ლექსები), 1998
- ღია ბარათები (ლექსები), 2009, ISBN 978-9941-10-191-5
- შეკითხვად სიზიფეს (ლექსები), 2012, ISBN 978-9941-11-293-5
- რაინისპირა ამბები[5] (ნოველები), 2016, ISBN 978-9941-466-32-8
- ჩვენ, ვაშლის ხეები (გერმანული გამოცემა, Wir, die Apfelbäume[6], Heidelberg, Wunderhorn Verlag), 2016, ISBN 978-3-88423-540-9
- სიშიშვლის დეტექტორი, ინტელექტი, 2017, ISBN 978-9941-470-59-2
- ფეხშიშველი (გერმანული გამოცემა, Barfuß[7], Heidelberg, Wunderhorn Verlag), 2018, ISBN 978-3-88423-593-5
- ნანას ცხენი (ლექსები), გამომცემლობა ინტელექტი, 2020, ISBN 978-9941-31-274-8
- ჯაჭვებიანი კარუსელი (გერმანული გამოცემა, Das Kettenkarussell, Heidelberg, Wunderhorn Verlag[8]), 2021, ISBN: 978-3-88423-654-3
- ჩემი პატარა ინსექტარიუმი (გერმანული გამოცემა, Mein kleines Insektarium, Distillery Verlag, Berlin [9]), 2022. ISBN 978-3-941330-55-9
ლიტერატურა
რედაქტირება- პოპიაშვილი ნ., ქალი ავტორი - ლიტერატურული, კულტუროლოგიური და გენდერული კვლევები, თბ., გამომცემლობა მერიდიანი, 2013 - ISBN 978-9941-10-770-2
- ხარბედია მ., ბელა ჩეკურიშვილის შეკითხვად სიზიფეს, თბ., გამომცემლობა აზრი, 2014. წიგნიდან: „ტექსტი და სიმართლე“ - ISBN 978-9941-9413-2-0
- დარბაისელი სტრონი ნ., „პერფორმანსი სალოცავისთვის“, თბ., გამომცლობა ინტელექტი, 2020. ბოლოსიტყვაობა წიგნისთვის „ნანას ცხენი“ -
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- BELA CHEKURISHVILI
- ლიბ.ჯე ელექტრონული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2020-10-30 საიტზე Wayback Machine.
- ბელა ჩეკურიშვილი – ლექსები
- ჩემი ხუთეული
- ოქროს ფონდი
- სვანური დღიურები[მკვდარი ბმული]
- ლექსების კრებული „ჩვენ, ვაშლის ხეები“, გერმანულად, 2016, ISBN 978-3-88423-540-9 დაარქივებული 2019-09-08 საიტზე Wayback Machine.
- იონის ჰარტმანი — „გეორგიკა“ (გამოხმაურება ბელა ჩეკურიშვილის ლექსების პუბლიკაციაზე, გერმანულად, 05.12.2016 დაარქივებული 09.12.2016, საიტზე Wayback Machine.
- Lyrikline.org
- ბურუსი
- ბელა ჩეკურიშვილის კუთხე / Bela Chekurishvili´s corner
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კრებული „შორიდან“ (გერმ.: Aus der Ferne. Neue Georgische Lyrik, Corvinus Presse Berlin, 2015)
- ↑ ანთოლოგია „ლირიკის ყოველწიური 2017“ (გერმ.:Jahrbuch der Lyrik 2017, Schöffling&Co)
- ↑ ქართველი პოეტი ქალები (ქართულ-ინგლისური ანთოლოგია), 2016, გვერდები 143-150, ISBN 978-9941-0-8555-0
- ↑ „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ თურქულად
- ↑ რაინისპირა ამბები
- ↑ „ჩვენ, ვაშლის ხეები“ (გერმანულად). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-08. ციტირების თარიღი: 2017-03-20.
- ↑ „ფეხშიშველი“ (გერმანულად). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-14. ციტირების თარიღი: 2018-07-16.
- ↑ Das Kettenkarussell
- ↑ Bela Chekurishvili: Mein kleines Insektarium