ძენი (იაპ.: 禅; სანსკრ. ध्यान დჰაიანა, ჩინ.: 禪 ჩან, კორ. 선 სონ) — მიმდინარეობა მაჰაიანას ტრადიციის ბუდიზმში, ჩასახული ჩინეთში, შემდგომში გავრცელდა დანარჩენ შორეულ აღმოსავლეთში - ვიეტნამში, კორეაში და იაპონიაში. ამჟამად მისი მიმდევრები მთელ მსოფლიოში არიან. ძენი ანუ ძენ-ბუდიზმი უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ–აღმოსავლეთ ქვეყნებში . იპონიაში ძენ-ბუდიზმა გავრცელდა დაახლოებით XII-XIII-XIV საუკუნეებში. ჩინური ძენის ხუთი სახლი გამოიყოფა: გუი იანგის სკოლა, ლინძის სკოლა ანუ ე.წ "ცემისა და ყვირილის სკოლა", ცაოდუნგის სკოლა ანუ ხუთი რანგის სკოლა, იუნ მენის ანუ მარტივი პასუხის სკოლა და ფა იანგის სკოლა.

ბოდჰიდჰარმა. ხეში ნაკვეთი ლითოგრაფია იოშიტოშის მიერ, 1887.

ფა იანგის სკოლას ურთიერთგანმსჭვალულობის სკოლასაც უწოდებენ. მისი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ არსებობის ექვსი მახასიათებლის ურთიერთგანმსჭვალულობის მოძღვრებაში მდგომარეობს. ეს ექვსი მახასიათებელია: ერთობა და განცალკევება, მსგავსება და განსხვავება, ხდომილება და გაქრობა. მოძღვრების არსი მდგომარეობს დაპირისპირებულთა ერთიანობის შეგრძნებაში.

ჩანის ხუთ სახლს შორის ფა იანგის სკოლას ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. საბოლოო ჯამში, ამ ხუთი მიმართულებიდან მხოლოდ ორი - ლინძისა და ცაოდუნის სკოლები უძლებენ დროის გამოცდას და განსაზღვრავენ ძენის სახეს, როგორც მომდევნო ეპოქებში, ასევე დღესაც.

845 წლიდან დაწყებულმა ბუდისტურმა დევნამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბუდიზმის თითქმის ყველა სკოლა. IX – X სს-ს შემდეგ ნელ-ნელა დაკნინებული და დასუსტებული ხუაიანის და თიენტაის სკოლები, უთმობენ წავყვან როლს ჩანის სკოლებს, რომელთაც დევნის მძიმე წლები მნიშვნელოვანი დანაკლისების გარეშე გაიარეს და მიუხედავად იმისა, რომ სუნის ეპოქაში ზოგადად ბუდიზმი დასუსტებულია, ჩანისათვის ეს კვლავ აყვავების და გაძლიერების საუკუნეებია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Dumoulin, Heinrich (2005), Zen Buddhism: A History. Volume 1: India and China. World Wisdom Books. ISBN 978-0-941532-89-1
  • Dumoulin, Heinrich (2005), Zen Buddhism: A History. Volume 2: Japan. World Wisdom Books. ISBN 978-0-941532-90-7
  • Mel Thompson (1999), "Eastern Philosophy".

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძენი&oldid=4013298“-დან