ირაკლი სამსონაძე
ქართველი დრამატურგი და მწერალი
ირაკლი სამსონაძე (დ. 31 მაისი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი დრამატურგი, მწერალი.
ირაკლი სამსონაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 მაისი, 1961[1] (63 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | დრამატურგი და მწერალი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია და პრემია „საბა“ |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებაირაკლი (ლაშა) გივის ძე სამსონაძე დაიბადა 1961 წლის 31 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1978-1983).
1985 წელს ჟურნალ “ხელოვნებაში” გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა “შუაღამისას”.
1992-1996 წლებში იყო ალმანახ “დრამატურგიის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-98 წებში – ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის და თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი 1986 წლიდან დღემდე.
1988-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” შემოქმედებით სახელოსნოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა რეზო თაბუკაშვილი, შექმნილი აქვს სცენარები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ტრიპტიქი“, თბილისი, "მერანი", 2000 წელი, (პიესები) – ISBN 99929-16-08-2.
- „გარეუბანი“, თბილისი, გამომცემლობა "სანი", 2003 წელი, (მოთხრობები) - ISBN 99940-705-7-6.
- „ყურთბალიში“, თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2004 წელი (რომანი) – ISBN 99940-810-0-4
- „ინდაურის კვერცხი“, თბილისი, გამომცემლობა "არეტე", 2010 წელი – ISBN 978-99940-054-13-8
- „ლეას საათი“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2011 წელი (რომანი)
- „ღრუბელი, სახელად დარინდა“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2012 წელი (რომანი)
- „შემკრთალი ქუჩა“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2013 წელი (ნოველები)
- „კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2013 წელი (პიესები)
- „ქელეხი ქარში“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2016 წელი (მოთხრობა)
- „ქელეხი-ქორწილი“, თბილისი, გამომცემლობა "ინტელექტი", 2019 წელი (რომანი)
მისი სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები
რედაქტირება- „ეტლი შარაგზაზე“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. , 1989, რეჟისორი დავით ქვარცხავა დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine. .
- „დოგა დოგა“ დაარქივებული 2010-10-05 საიტზე Wayback Machine. , 2006, რეჟ. დ. ქვარცხავა.
საქართველოს თეატრებში დადგმული სპექტაკლები
რედაქტირება- “შუაღამისას” - ახალციხის თეატრი, 1985 წელი, რეჟისორი გ. მაცხონაშვილი.
- “ბედნიერი ბილეთი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი გია ანთაძე.
- “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორები: გოგა თავაძე და გ. ბარაბაძე, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.
- “იქ სადაც ღვარად მოედინება” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი გ. თავაძე.
- “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი” - შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2006, 2007 და 2010 წლების სეზონი, რეჟისორები რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე.
- “ბედნიერი ბილეთი” - მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟ. შალვა გაწერელია.
- “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 1990-91 წლების სეზონი, რეჟისორი შალვა გაწერელია.
- “შუაღამისას” - ახმეტელის თეატრი, 1986-87 წლების სეზონი, რეჟისორი მარლენ ბესტავაშვილი.
- “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” – ახმეტელის თეატრი, 1991-92 წლების სეზონი, რეჟიოსორი გიორგი შალუტაშვილი.
- “მეხუთე პერსონაჟი” – ახმეტელის თეატრი, 2007-008 წლების სეზონი, რეჟ. გ. შალუტაშვილი.
- “იქ, სადაც ღვარად მოედინება” - რუსთავის დრამატული თეატრი, 1995-96 წლების სეზონი, რეჟისორი კ. აბაშიძე.
- “ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის” – რუსთავის დრამატული თეატრი, 1996-97 წლების სეზონი, რეჟისორი ლ. სვანაძე.
- “ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” - საბავშვო ზღაპარი რეჟისორი კ. აბაშიძე , 1996-97 წლების სეზონი.
- “აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე.
- “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა” - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი, რეჟისორი ნ. ლორთქიფანიძე.
- “ხილვები გზაგასაყართან” - ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2003 – 04 წლების სეზონი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია.
- ” მეხუთე პერსონაჟი” - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2007 – 08 წლების სეზონი, რეჟისორი გ. შალუტაშვილი.
- “სიყვარული კვარცხლბეკზე - “თეატრში ათონელზე”, 2007 წელი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
- “კონსენსუსი” - 2008 წელი, რეჟისორი დ. ქვარცხავა.
- “საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში”[მკვდარი ბმული] - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2005-06 წლების სეზონი.
- 2007 წელს რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელდა პირველი ქართული თეატრალური სერიალი “13-12 = 1″ (სერიალის ავტორი – ი. სამსონაძე, რეჟისორი – ნ. ხუსკივაძე, დადგმის ხელმძღვანელი რ.სტურუა).
- "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით" (კომიკური იგავი ერთ მოქმედებად, გიორგი თავაძესთან თანაავტორობით)[მკვდარი ბმული]
- "დაბოლილი მთვარე გაპრიალებულ იატაკზე" (ირაკლი სამსონაძის და გოგა თავაძის კომიკური იგავი) – შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, 2009–10 წლების სეზონი, რეჟისორი გოგა თავაძე
ჯილდოები
რედაქტირება- სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (პიესების კრებული “ტრიპტიქი”, 2001 წელი).
- ლიტერატურული პრემია “კვალის” ლაურეატი 2002 წელი მცირე რომანისათვის “ყურთბალიში”[მკვდარი ბმული].
- ლიტერატურული პრემია “საბა” საუკეთესო პიესისთვის (მონოპიესა “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა” 2005 წელს [2]
- სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” პიესისათვის “აბეშურა – ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი”[მკვდარი ბმული], 2010 წელი.
- მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის 2010 წლის კონკურსზე „ახალი ქართული პიესა“ პირველი პრემია დაიმსახურა ირაკლი სამსონაძის ნამუშევარმა „კლინიკური ქორწინება“ დაარქივებული 2016-04-07 საიტზე Wayback Machine. .