მახათას პანთეონი
პანთეონი საქართველოში
მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი — გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დაკრძალვის ადგილი თბილისში, მახათას მთის ფერდობზე, მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გვერდით. გაიხსნა 2018 წელს მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ მთაწმინდის პანთეონი დახურულად გამოაცხადა. პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილებას თბილისის მერი იღებს, შუამდგომლობის უფლება კი აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას/პრემიერ მინისტრს, საპატრიარქოს, საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს.[1]
მახათას პანთეონში დაკრძალული არიან:
- ამირან შალიკაშვილი — ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი
- კირა მებუკე — მსახიობი
- ნოდარ მგალობლიშვილი — მსახიობი
- გურამ ლორთქიფანიძე — არქეოლოგი
- სანდრო მრევლიშვილი — რეჟისორი და დრამატურგი, მეუღლესთან (მანანა ჭელიძე) ერთად
- დავით წერედიანი — პოეტი და მთარგმნელი[1]
- გივი მარგველაშვილი — მწერალი
- გოგი ქავთარაძე — მსახიობი და რეჟისორი
- ტარიელ ფუტკარაძე — ენათმეცნიერი
- ლაზარე (სამადბეგიშვილი) — საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი
- ალექსანდრე ხომერიკი — ოპერის მომღერალი
- მარი ჯანაშია — მსახიობი
- ნიკა ქაცარიძე — მსახიობი
- მამუკა ონაშვილი — ესტრადის მომღერალი
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 თოფურია, თეა. „რატომ იწუნებენ მახათას პანთეონს“. «რადიო თავისუფლება». იანვარი 6, 2020.