ამირან ქადეიშვილი
ამირან ქადეიშვილი (დ. 4 მარტი, 1936, ოზურგეთი — გ. 6 ოქტომბერი, 2021, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი. ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი (2018).[1]
ამირან ქადეიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 მარტი, 1936 ოზურგეთი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
6 ოქტომბერი, 2021 (85 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
1953–1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ „ძველი სახლის“ სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობდა კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“, ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“, თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი („ციმბირელი პაპა“, გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა („პირველი მერცხალი“, ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო („გაქცევა გათენებისას“, ს. დოლიძე, 1975), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“, გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმცროსი, 1980), კობიძე („სახლი ლესნაიაზე“, ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე („მევლუდი“, ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი („წინამორბედი“, ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: „კავკასიის ტყვე“ (გ. კალატოზიშვილი, 1978), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ (გ. მგელაძე, 1980), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980), „ჟამი მოქცევისა“ (ნ. ომიაძე, 1982), „სათნოებათა კიბე“ (ნ. წულაძე, 1986) და სხვ.[1]
გარდაიცვალა 2021 წლის 6 ოქტომბერს, 85 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის ნოდარ ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში.[2]
რესურსები ინტერტეტში
რედაქტირება- ამირან ქადეიშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ამირან ქადეიშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ამირან ქადეიშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2021
- ↑ „მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)