სიყვარული ყველას უნდა
„სიყვარული ყველას უნდა“ — რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის მუსიკალური კომედია.
„სიყვარული ყველას უნდა“ | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | მუსიკალური კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | გიორგი შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი |
სცენარის ავტორი | ლეილა ბეროშვილი |
როლებში | გივი ბერიკაშვილი |
კომპოზიტორი | იოსებ ბარდანაშვილი |
ხმის ოპერატორი | გურამ შუბლაძე |
ოპერატორი | ჯიმშერ ქრისტესაშვილი, ნიკოლოზ სუხიშვილი |
მხატვარი | გიორგი მიქელაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 84 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურნუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურნუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენიმეჯერ გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.
როლებში
რედაქტირება- გივი ბერიკაშვილი — კოლმეურნეობის თავმჯდომარე
- დარეჯან ხაჩიძე — მაყვალა
- ვახტანგ ფანჩულიძე — ბურნუთა
- კახი კავსაძე — კოლა
- ბერტა ხაფავა — ანიკო
- ლაურა რეხვიაშვილი — ბაბულა
- ამირან ქადეიშვილი — ხირხალა
- ციალა გურგენიძე — ქეთო
- სიმონ ბერიკაშვილი — ელიზბარაანთ გივია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება