მთვარის მოტაცება (ფილმი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთვარის მოტაცება.

მთვარის მოტაცება1973 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორ თამაზ მელიავას მიერ კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „მთვარის მოტაცების“ მიხედვით.

„მთვარის მოტაცება“
რეჟისორი თამაზ მელიავა
სცენარის ავტორი კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ხუხაშვილი
როლებში ოთარ მეღვინეთუხუცესი, გეიდარ ფალავანდიშვილი, კოტე დაუშვილი
კომპოზიტორი სულხან ნასიძე
ხმის ოპერატორი ლია სურმავა
ოპერატორი რომან წურწუმია
მონტაჟი ნელი დევნოზაშვილი, ლალი ლაფანაშვილი
მხატვარი ქრისტესია ლებანიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1973
ხანგრძლივობა 131 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული თარაშ ემხვარი ტარიელ შერვაშიძის ოჯახს ეწვევა, სადაც სიყრმის მეგობარი თამარი ეგულება. შერვაშიძეებს თარაშის გამზრდელი და ძიძიშვილი, კაც და არზაყან ზვამბაიებიც სტუმრობენ. არზაყანს კომკავშირლობისა და სოფლის კოლექტივიზაციაში მონაწილეობისათვის ძმები თარბები მოსაკლავად დასდევენ. მას უსიამოვნება აქვს მამასთანაც, რომელსაც არ სურს ქონება კოლექტივს გაუნაწილოს. არზაყანისგან განსხვავებით, თარაში ახალ ცხოვრებაში თავის ადგილს ვერ ხედავს. მისი ერთადერთი იმედი თამარია. თამარი მამასთან ერთად თბილისში მიემგზავრება.

თარაშს აღიზიანებს თამარის სწრაფვა გართობისკენ, სთხოვს შეინარჩუნოს მისთვის ძვირფასი ოცნების ქალიშვილის სახე. რადგან თამარი ნაწნავებს მაინც იჭრის და არ თმობს ქალაქური ცხოვრების წესს, იმედგაცრუებული სოფელს უბრუნდება. კაც ზვამბაია შეიტყობს, რომ მას განკულაკებას უპირებენ და საკუთარი ხელით ხოცავს ხარებს. შეთქმულები მისი ოჯახის ამოწყვეტას გადაწყვეტენ. არზაყანს და თარაშს თავდამსხმელები, ძმები თარბები შემოაკვდებიან და იძულებულნი ხდებიან თავი სვანეთს შეაფარონ. როდესაც თარაში იგებს, რომ ფეხმძიმე თამარი კვდება, მის სანახავად წასვლას გადაწყვეტს, ენგურის გადალახვას დააპირებს, მაგრამ მდინარეში ცხენიანად იღუპება.

როლებს ასრულებენ

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება