მიხეილ ჭიაურელი (რეჟისორი, დაბადებული 1943)

მიხეილ (მიშა) ჭიაურელი (დ. 16 ივნისი, 1943, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1]

მიხეილ ჭიაურელი
მიხეილ (უმც) ჭიაურელი.jpg
მიხეილ (უმცროსი) ჭიაურელი
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1943
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
ჯილდოები ღირსების მედალი

ბიოგრაფიარედაქტირება

1964 წელს დაამთავრა თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი, 1971 წელს — საქართველოს სამხატვრო აკადემია, 1977 წელს — სსრკ სახელმწიფო კინემატოგრაფიის სააგენტოს სცენარისტებისა და რეჟისორების ორწლიანი უმაღლესი კურსები.

1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში რეჟისორის ასისტენტად, 1976 წლიდან — საქართველოს კინოსტუდიის რეჟისორად. არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „ჭიდაობას რა უნდა", „მე, პელეს ნათლია!", „სოფიკო" და სხვა. მისი დოკუმენტური ფილმი —„უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი", მანას ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ავტორია წიგნისა — „ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში".

ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება

  • 1996 — ღირსების მედალი (საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის)

ფილმოგრაფიარედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორირედაქტირება

სცენარის ავტორირედაქტირება

  • 1975 — რულონი
  • 1975 — ლილეო
  • 1982 — ვის უცდიან თოვლიანი მთები
  • 1986 — ჭიდაობას რა უნდა
  • 1991 — მე, პელეს ნათლია!
  • 1996 — ბზარი
  • 2008 — სოფიკო

კომპოზიტორირედაქტირება

  • 1975 — რულონი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • წიგნი ღირსებისა. ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი. თბილისი. 2000. გვ.452
  • მიხეილ ჭიაურელი. „ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში“ — თბილისი. საარი. 2018. 220გვ. ISBN 978-994-147-731-7.

სქოლიორედაქტირება