ძველი სახლი — პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის უახლეს ისტორიაში. დააარსა რეჟისორმა და დრამატურგმა ალექსანდრე (სანდრო) მრევლიშვილმა თავის საკუთარ სახლში, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულად მნიშვნელოვან, ულამაზეს ადგილას — მეტეხის კლდეზეა. „ძველი სახლი“ გაიხსნა 1994 წლის 14 იანვარს, როდესაც ტრადიციულად აღინიშნებოდა ქართული თეატრის დღე. თეატრი მოქმედებს ანტრეპრიზის პრინციპით. აქვს ორი დარბაზი. კამერული იტევს 60 მაყურებელს და ღია ამფითეატრი 100-120 ადგილით. თეატრი ეწევა აგრეთვე საგანმანათლებლო მოღვაწეობას. რეგულარულად იმართება თეატრის გაკვეთილები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის. თეატრი აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო საქალაქო თეატრებთან. მის რეპერტუარშია სპექტაკლები: ფ. მარსოს „კვერცხი“, ა. მრევლიშვილის „მარტორქები ორკესტრში“, მ. მრევლიშვილის „ბედი მგოსნისა“, მ. ბულგაკოვის „მორფუმი“. შენობაში ამჟამად რეგულარულად მართავს სპექტაკლებს საქალაქო მეტეხის თეატრი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ 958

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება