თემურ ჩალაბაშვილი
თემურ ჩალაბაშვილი (დ. 12 ნოემბერი, 1951, სოფ. ძველი ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 27 დეკემბერი, 2023) — ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018). საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 2018 წლიდან. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ლექსის წერა მესამე კლასიდან დაიწყო. მისი ლექსები პერიოდულად რაიონულ გაზეთებში იბეჭდებოდა. შემდეგ ლიტერატურულ ჟურნალ „დროშა“-ში. მისი პოეტური ნათლობა რესპუბლიკურ პრესაში აქედან დაიწყო. ასევე, უნივერსიტეტის ჟურნალ „პირველ სხივში“, დამწყებ მწერლებთან ერთად (მოყოლებული ნოდარ დუმბაძის თაობიდან) იღებდა მონაწილეობას. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, გამომცემლობა „მერანი“-ს განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“ , „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.
გარდაიცვალა 2023 წლის 27 დეკემბერს, 72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია[2]
- ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია[2]
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი[2]
- საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
- 2011 — პრემია „საგურამო“ პოეზიაში[2]
- 2018 — თბილისის საპატიო მოქალაქე[3]
- 2023 — ლიტერატურული პრემია „მუზა“ „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „პოეტი თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა“. digest.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 „71 წლის ასაკში პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა » kvira.ge“. kvira.ge. 27 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „„თბილისობა 2018“ გალაკონცერტითა და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა“. fortuna.ge. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ვინ გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს კონკურსში „მუზა"“. პუბლიკა. 26 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)