ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია — საქართველოს სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში, რომელიც დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის № 104 ბრძანებულებით. (შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნულ პრემიებთან ერთად).
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთისა. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ლაურეატები
რედაქტირება- 2018 — გურამ დოჩანაშვილი, რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და… “[1]; ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.
ჟიური: ნინო გედევანიშვილი, მანანა ბერიკაშვილი, მანანა დოიჯაშვილი, მანანა კორძაია, დავით ანდრიაძე, გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე, ზურაბ კიკნაძე, ზაალ ჩხეიძე.
- 2019 — სიმონ არველაძე[2]
- 2021 — დავით წერედიანი[3]