მანანა ბერიკაშვილი

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიკაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

მანანა ბერიკაშვილი (დ. 27 აპრილი, 1958, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე (2013–2018).

მანანა ბერიკაშვილი
დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1958 (1958-04-27) (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, დოქტორი, პროფესორი
მშობლები მამა: გივი ბერიკაშვილი

ბიოგრაფიარედაქტირება

1975 წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტზე. 1999–2001 წლებში კი სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. მიჰყავს მეტყველების თეორიისა და კულტურის ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში, არის მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორი, საეთერო გამოსვლების ოსტატობისა და მეტყველების კულტურის კონსულტანტი აჭარის ტელევიზიაში და ასევე, რიტორიკის პედაგოგი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. დადგმული აქვს სპექტაკლები: „ლექსად თქმული ქართლის ცხოვრება“, „ყოველმან ჩემმან მპოველმან“, „სიშორით სიახლოვე“, „მოუარეთ საქართველოს“, „მგზავრები“, „ჩვენი გველის დიდება“ და სხვ. მიღებული აქვს პრემია საუკეთესო ანსამბლური სპექტაკლისათვის და საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის სპექტაკლში „ჩვენი გველის დიდება“, ასევე ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის I პრემია და ვ. იახტოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გრანპრი.

2018 წლის 17 ივლისს სამინისტროების რესტრუქტურიზაციის შემდეგ კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბერიკაშვილს სტატუსი შეუჩერდა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება