დავით წერედიანი
დავით წერედიანი (დ. 19 აგვისტო, 1937, სოფ. ქოლობანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 30 დეკემბერი, 2019, თბილისი) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.
დავით წერედიანი | |
---|---|
სრული სახელი | დავით ბესარიონის ძე წერედიანი |
დაბადების თარიღი | 19 აგვისტო, 1937 |
დაბადების ადგილი | სოფ. ქოლობანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი | 30 დეკემბერი, 2019 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თსუ |
Magnum opus | ანარეკლი: ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან |
ჯილდოები | ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, პრემია „საგურამო“, რუსთაველის პრემია, პრემია „საბა“, გივი მარგველაშვილის პრემია და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1937 წლის 19 აგვისტოს სოფელ ქოლობანში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.
1963 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. განსაკუთრებით ცნობილია ფრანსუა ვიიონის „დიდი ანდერძის“ და „მცირე ანდერძის“, ასევე ძმები გრიმების ზღაპრების და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის“ თარგმანები.
2012, 2014 და 2018 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“. 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.[1]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თვალი თვალში: დიალოგები, წერილები, ლიტერატურული პორტრეტები, სატირული ესეები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2022. - 294გვ.. ISBN: 9789941314278
- შედევრები (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2022. - 214გვ.. ISBN: 9789941315695
- ბოშური რომანსერო = Romancero gitano: კრებული / ფედერიკო გარსია ლორკა; ესპანურიდან თარგმნა დავით წერედიანმა (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2020. - 80გვ.. - ISBN: 9789941310553
- თემა და ვარიაციები: ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 220 გვ.. - ISBN: 9789941476235
- ძმები გრიმების ზღაპრები (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. - 184გვ.. - ISBN: 9789941239953
- ფაუსტი: ტრაგედია / იოჰან ვოფგანგ გოეთე (მთარგმნელი) // ნაწ.2. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017. - 372გვ.. - ISBN: 9789941238635
- ფაუსტი: ტრაგედია / იოჰან ვოფგანგ გოეთე; გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა (მთარგმნელი) // ნაწ.1, მეორე გამოცემა. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017. - 272 გვ.
- მცირე ანდერძი; დიდი ანდერძი: ლირიკა (მთარგმნელი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2014. - 200გვ.. - ISBN: 9789941231261
- ოთხტაეპედი: სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 32გვ.. - ISBN: 9789941440182
- სვანური სიმღერების კვალდაკვალ: ლიტერატურული ვერსია (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2011. - 107გვ.. - ISBN: 9789941112546
- ფაუსტი (მთარგმნელი) // ნაწ. 1. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 271გვ.
- ორიონი: ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2010. - 88გვ.. - ISBN: 9789941031144
- ანარეკლი: ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2005. - 166გვ.. - ISBN: 9994080881
- ყოველი დილა ქვეყანაზე = Tous les matins du monde (მთარგმნელი). - თბილისი, სანი, 2002. - 103გვ.
- სვანური ხალხური ლექსები: სიმღერები (შემდგენელი). - თბილისი, მერანი, 1977. - 82გვ.
ჯილდოები
რედაქტირება- 2021 — ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
- 2018 — ლიტერატურული პრემია „საბა“, საუკეთესო ქართული თარგმანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი-ll“ თარგმანისთვის
- 2017 — გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია
- 2014 — ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- 2012 — ლიტერატურული პრემია „საბა“, საუკეთესო თარგმანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“ თარგმანისთვის
- 2011 — შოთა რუსთაველის სახელობის პრემია დასავლეთ ევროპული ლიტერატურის შედევრების საუკეთესო თარგმანებისთვის
- 2007 — პრემია „საგურამო“, ნომინაციაში თარგმანი
- 2006 — სახელმწიფო პრემია წიგნისათვის „ანარეკლი“
- 1995 — ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის პირველი პრემია ფრანგი პოეტების თარგმანებისთვის (რემბო, ვერლენი, ბოდლერი)
- 1984 — ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია ფრანსუა ვიიონის „მცირე ანდერძისთვის“ თარგმანისთვის[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი. რადიო თავისუფლება. დეკემბერი 30, 2019
- ↑ დავით წერედიანი.