გოეთეს ინსტიტუტი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არაკომერციული ასოციაცია საზღვარგარეთ გერმანული ენის პოპუ

გოეთეს ინსტიტუტი (გერმ. Goethe-Institut) — გერმანიის საზღვრებს გარეთ გერმანულ ენაზე ზრუნვისა და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობის ხელშემწყობი ინსტიტუტი. დაარსდა 1952 წელს მიუნხენში (მსგავსი ინსტიტუტი გერმანიაში არსებობდა 1920-იან წლებშიც). გერმანიაში მას აქვს 13, ხოლო მსოფლიოს 83 ქვეყანაში – 147 ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტები, გერმანული ენის სწავლების გარდა, ატარებენ მასპინძელი ქვეყნის ინტერესების შესაბამის კულტურულ ღონისძიებებს. აქვთ ბიბლიოთეკები და მედიოთეკები. გოეთეს ინსტიტუტების ქსელი, გოეთეს ცენტრების, კულტურული საზოგადოებების, სამკითხველო დარბაზების, საგამოცდო და ენის შემსწავლელი ცენტრების მეშვეობით ეწევა გერმანიის კულტურის და განათლების პოპულარიზაციას.

საქართველოში გოეთეს ინსტიტუტი დაარსდა თბილისში 1994 წელს. ის მოქმედებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. წარმოადგენს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების ცენტრს. 1999 წელს საქართველოსა და გერმანიის შეთანხმების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით გოეთეს ინსტიტუტს გადაეცა მ. ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე შენობა, სადაც 1920–37 წლებში განთავსებული იყო გერმანიის საკონსულო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბაქრაძე ლ., მიქელაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 76-77.