ქოლობანი
ქოლობანი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის აბაშის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქოლობანი, ბულვანი, გუგუნაყათი).[1] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ნოღელის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 25 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია 7 კილომეტრით. შედიოდა ჭილაძეების სათავადოში.[2]
სოფელი | |
---|---|
ქოლობანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | აბაშის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქოლობანი |
კოორდინატები | 42°11′55″ ჩ. გ. 42°15′55″ ა. გ. / 42.19861° ჩ. გ. 42.26528° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
მოსახლეობა | 600[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 600 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 747 | 353 | 394 |
2014[1] | 600 | 282 | 318 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 547.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.