ნოღელა
ნოღელა — მდინარე რიონის მარჯვენა შენადაკი, სათავე აქვს ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 680 მ-ზე. სიგრძე 51 კმ, აუზის ფართობი 130 კმ². საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. დამახასიათებელია წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. ჩამონადენის მაქსიმალური ივლისსა და ნოემბერში, მინიმალური — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 4,86 მ³/წმ.
ნოღელა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | ასხის მასივი |
სიგრძე | 51 კმ |
აუზის ფართობი | 130 კმ² |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 483.