ტერმინს „დროშა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დროშა (მრავალმნიშვნელოვანი).

„დროშა“ქართული ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოვიდა თბილისში 1923 წლის 7 ნოემბერს. პირველად გამოიცა როგორც გაზეთ „კომუნისტის” ორკვირეული სამხატვრო-ლიტერატურული დამატება; 1929–1935 წლებში გამოდიოდა როგორც მასობრივი ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი, გამოსცემდა სახელგამი; 1936–1950 წლებში ჟურნალი არ გამოდიოდა.

„დროშის” გამოცემა განახლდა 1951 წელს. ჟურნალი ასახავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. სხვადასხვა დროს „დროშის” რედაქტორები იყვნენ მ. კახიანი, ვ. მაჭავარიანი, გრ. აბაშიძე, ა. მირცხულავა, აკ. ძიძიგური, გ. ნატროშვილი, 1973 წლიდან — რ. მარგიანი. ტირაჟი 53 ათასი (1977). „დროშის“ გამოცემა შეწყდა 2001 წელს (დაიბეჭდა უნომრო და 10/11 ნომრები)

ლიტერატურა

რედაქტირება