გურამ ლორთქიფანიძე (არქეოლოგი)
გურამ ლორთქიფანიძე (დ. 14 სექტემბერი, 1938, ბათუმი — გ. 24 მარტი, 2019, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2009 წ.).
გურამ ლორთქიფანიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1938 |
დაბ. ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 24 მარტი, 2019 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და არქეოლოგი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1968 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1968-1977 წლებში — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1975 წელს, ანდრია აფაქიძის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციას. 1977-1978 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 1979-1981 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 1985-2006 წლებში — კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2006 წლიდან არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბიბლიური არქეოლოგია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2012. - 288გვ.. - ISBN: 978-9941-13-244-5
- ნარკვევები ქართული ნუმიზმატიკის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, 2007. - 133გვ.
- კოლხური თეთრი-კულტუროლოგიური ასპექტები (ავტორი). - თბილისი, ნათლისმცემელი, 2005. - 119გვ.
- ქართული კულტურის ისტორია : უძველესი დროიდან XIX საუკუნის პირველი ნახევრის ბოლომდე (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997. - 376გვ.. - ISBN: 5-511-00718-8
- ბიჭვინთის ნაქალაქარი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1991. - 214გვ.. - ISBN: 5-511-00480-4