ნოდარ მგალობლიშვილი
ნოდარ ალექსანდრეს ძე მგალობლიშვილი (დ. 15 ივლისი, 1931, გომბორი, საგარეჯოს რაიონი — გ. 26 მარტი, 2019, თბილისი[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
ნოდარ მგალობლიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ივლისი, 1931 გომბორი, საგარეჯოს რაიონი |
გარდაცვალების თარიღი |
26 მარტი, 2019 (87 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1957-2019 |
ჯილდოები |
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979) უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირებანოდარი დაიბადა სოფელ გომბორში, 1931 წლის 15 ივლისს. ბავშვობიდანვე სურდა ოპერის მომღერლობა, მაგრამ 1950 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ნოდარმა დარდისგან ხმა დაკარგა და კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი ახლო მეგობრის რჩევით ამავე წელს ჩააბარა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში.
1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მგალობლიშვილი მსახიობად მუშაობდა სხვადასხვა თეატრებში: 1954–1959 და 1963–1967 იყო კოტე მარჯანიშვილის, 1959–1963 სანკულტურის, 1967–1975 რუსთავის სახელმწიფო დრამატული. 1970–1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის დირექტორი. 1975 წლიდან კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. თავდაპირველად ის ასრულებდა მარტივ, დადებით როლებს. მაგრამ მალევე იპოვა საკუთარი თავი სპეციფიკური როლების შემსრულებელში. ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის „ფსკერზე“ , ჰენრიკ იბსენის „მოჩვენება “. უფრო მოგვიანებით ლეო ქიაჩელის „ჰაკი აძბა“ , იაგოს როლი უილიამ შექსპირის „ოტელოში“ , თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ .
კინოკარიერა მგალობლიშვილმა მეორეხარისხოვანი როლებით 1958 წლიდან დაიწყო. კინემატოგრაფიაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული როლი მისი შესრულებით მარკ ზახაროვის „სიყვარულის ფორმულაში“ გრაფი კალიოსტროა.
1986-დან ნოდარ მგალობლიშვილმა კინოში ტემპი შეანელა. ამ პერიოდში გადაღებული ნამუშევრებიდან მან ითამაშა ედმონდ სეშანის „ზღვის მაშვრალში“, ზაზა ილურიძის „ანთიმოზ ივერიელში“ , რუსულ ტელესერიალში „სახელად ბარონი“ და ა. შ.
მგალობლიშვილის მსახიობურ ოსტატობას თან ერთვა სიღრმისეული და ინტელექტუალური ხედვა ნათამაშები როლებისა, რაც მის შემოქმედებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.
იგი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი 1976 წლიდან და სახალხო არტისტი 1979 წლიდან. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.
გარდაიცვალა 2019 წლის 26 მარტს 87 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1964: „ზღვის შვილები“ (ნოდარი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1966: „Дикий мёд“ „ველური თაფლი“ რეჟ. ვლადიმერ ჩებოტარიევი
- 1971: „მყუდრო სავანე“ (ჭანი) რეჟ. კარლო ღლონტი
- 1973: „როცა აყვავდა ნუში“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (ვაჟა) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1978: „Кентавры“ (მინისტრი მიგელი) რეჟ. ვიტაუტას ჟალაკიავიჩუსი Витаутас Жалакявичус
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ჭოლა საგანელიძე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „Огарёва“, 6 „ოგარიოვის 6“ (ნალბანდოვი) (ერთადერთი რუსული ფილმი, სადაც მგალობლიშვილი თვითონ ახმოვანებს) რეჟ. ბორის გრიგორიევი
- 1980: „რად სტვენს ბულბული“ რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
- 1980: „ჯაყოს ხიზნები“ (თეიმურაზ ხევისთავი) რეჟ. თემურ ჩხეიძე (სატელევიზიო სპექტაკლი )
- 1984; „Формула любви“ „სიყვარულის ფორმულა“ (გრაფი კალიოსტრო) რეჟ. მარკ ზახაროვი
- 1984: „Иванко и царь Поганин“„ივანკო და მეფე პოგანინი“ (კარკარონი) რეჟ. ბორის ნებიერიძე
- 1986: „Капитан «Пилигрима“ „კაპიტანი პილიგრიმა“ (ნეგორო) რეჟ. ანდრეი პრაჩენკო
- 1986: „ზღვის მაშვრალნი“ რეჟისორები ედმონდ სეშანი, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1987: „ბიძინა“ (ბიძინა) რეჟ. თეიმურაზ კვანტალიანი
- 1989: „Катала“ „კატალა“ (დირექტორი) რეჟისორები სერგეი ბოდროვი, ალექსანდრე ბურავსკი
- 1991: „Любовь на острове Смерти“ „სიყვარული სიკვდილის კუნძულზე“ (პროფესორი ერვინ ბერნერი) რეჟ. ანდრეი მალიუკოვი
- 1992: „Московские красавицы“ „მოსკოველი ლამაზმანები“ (ნიკოლოზ ალექსანდროვიჩი (ალექსანდრეს ძე)) რეჟ. ნაუმ არდაშნიკოვი
- 1992: „Вопреки всему“ „ყველაფრის მიუხედავად“ (თემურ ჟვანია) (ახმოვანებს ვლადიმერ ტატოსოვი) რეჟ. ვადიმ არაპოვი
- 1994: „Империя пиратов“ „მეკობრეთა იმპერია“ რეჟ. გრიგორი გიარდუშიანი
- 1994: „Серп и молот“ „ნამგალი და ურო“ (ამბროსი ბაქრაძე) რეჟ. სერგეი ლივნევი
- 1994: „ჟამი“ რეჟ. ზაზა (როინ) ილურიძე
- 1999: „Седьмое кольцо колдуньи“ „ჯადოქარი ქალის მეშვიდე ბეჭედი“ (აგუილი) (გაახმოვანა არმენ ჯიგარხანიანმა) რეჟ. ბორის ნებიერიძე
- 2001: „Блюстители порока“ (серия «Издержки воображения»)„ნაკლის დამცავი“ (ბაქსტერი) (გაახმოვანა იგორ იასულოვიჩმა) რეჟისორები ვიქტორ ნოზდრიუხინი-ზაბოლოტნი, ალექსანდრე პანკრატოვ-ჩიორნი
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (გრიგორი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2001: „Magonia“ „მაგონია“ (აბდულ აბდურდურანი) რეჟ. ინეკე სმიტსი
- 2001: „По имени Барон“ „ბარონი“ (ბარონი) რეჟ. დიმიტრი სვეტოზაროვი
- 2007: „Секунда до…“ (ეშმაკი) რეჟ. ალექსეი კოლმოგოროვი
- 2008: „Исповедь Дон Жуана“ „დონ ჟუანის აღსარება“ (დონ ჟუანი) (გაახმოვანა იგორ იასულოვიჩმა) რეჟ. ანდრეი ბენკენდორფი
- 2011: „Возмездие“ „შურისძიება“ (შანდორ ზაქარია) რეჟისორები ბოგდან დრობიაზკო, კირილ კაპიცა
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- ბერნარდ შოუ „პიგმალიონი“ (ფრედი) რეჟ. ლილი იოსელიანი
- მაქსიმ გორკი „ფსკერზე“ (მსახიობი) რეჟ. ლილი იოსელიანი
- ლილი იოსელიანი „ჩვენი ერთი საღამო“ (ვახტანგი) რეჟ. ლილი იოსელიანი
- კარელ ჩაპეკი „დედა“ (ტონი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
- ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (მოშიაშვილი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- ჰენრიკ იბსენი „მოჩვენებანი“ (ოსვალდი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- გრიგორ გორინი „ბარონ მიუნჰაუზენის ცხოვრება და გარდაცვალება“ (მიუნჰაუზენი) რეჟ. ნუგზარ გაჩავა
- ლეო ქიაჩელი „ჰაკი აძბა“ (ჰაკი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- უილიამ შექსპირი „ოტელო“ (იაგო) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები“ (თეიმურაზ ხევისთავი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
- თედორე დოსტოევსკი „მარადი ქმარი“ (ტრუსოცკი) რეჟ. თემურ ჩხეიძე
რუსთავის თეატრი
რედაქტირება- ედუარდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (ლე-ბრე) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- ვადიმ კოროსტილევი „ასი წლის შემდეგ“ (რილეევი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1976: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1976: უნგრეთის მუსიკისა და დრამატულ ნაწარმოებთა ფესტივალის ლაურეატი გახდა (ი. კატონას „ბანკ-ბანში“ ოტოს როლისთვის)
- 1979: საქართველოს სახალხო არტისტი
- 2009: კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
- 2016: თბილისის საპატიო მოქალაქე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 526.