გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომბორი (მრავალმნიშვნელოვანი).

გომბორისოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: გომბორი, ასკილაური, ვაშლიანი, ვერონა, რუსიანი) ცენტრი.

სოფელი
გომბორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი გომბორი
კოორდინატები 41°51′28″ ჩ. გ. 45°12′12″ ა. გ. / 41.85778° ჩ. გ. 45.20333° ა. გ. / 41.85778; 45.20333
ცენტრის სიმაღლე 1050 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 681 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 50,5 %
აზერბაიჯანელები 44,6 %
რუსები 4,6 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი 3804[2]
გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
გომბორი (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე, მდინარე გომბორის ნაპირებზე, გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1050 მ, საგარეჯოდან 50 კმ.

სოფლის სახელწოდება ცივ-გომბორის ქედის სახელიდან უნდა მიმდინარეობდეს. ცივ-გომბორის ქედი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან იხსენიება. სოფელი - XVIII საუკუნიდან. ვახუშტის მიხედვით, ცივ-გომბორის მთის კალთები უხვშემოსავლიანი იყო. აქაური მაცხოვრებლები, ძირითადად მეხილეობა-მებოსტნეობას და მესაქონლეობას მისდევდნენ. გომბორაზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი გზა, რის გამოც იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. რუსული მმართველობის შემოღებისთანავე, აქ ჩააყენეს პრეობრაჟენსკის გრენადერთა პოლკის მცირე კონტინგენტი, რომლის რაოდენობა მომდევნო წლებში გაიზარდა.

ლეკიანობის აღკვეთის შემდეგ, ამ ადგილებში ჩამოსახლება დაიწყეს ფშაველებმა და ხევსურებმა. ქართველ მოსახლეობას მიემატა დემობილიზებული, რუსი სამხრედო მოსამსახურეებიის ოჯახები (ამჟამად აღარ სახლობენ). სოფელ გომბორში ცხოვრობს აგრეთვე მოსახლეობის ერთი ჯგუფი, რომლებიც საყოველთაო აღწერის დროს აზერბაიჯანელებს მიაკუთვნეს. საკუთარ თავს კი ისინი ლაიჯებს უწოდებენ. მათი სახელწოდება მიმდინარეობს ბაქოს იმჟამინდელ გუბერნიაში მდებარე სოფელი ლაჰიჯიდან, საიდანაც XX საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ.

საბჭოთა პერიოდში, გომბორის მიდამოებში განთავსებული იყო მსხვილი სამხედრო ბაზა, რომლის შემადგენლობაში სარაკეტო ბრიგადაც შედიოდა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 681 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 775 345 430
2014[4]   681 334 347

ფოტოგალერეა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება