ლაჰიჯი (ისმაილი)
ლაჰიჯი (აზერ. Lahıc) — დაბა აზერბაიჯანის ისმაილის რაიონში. განლაგებულია კავკასიონის სამხრეთ დამრეცზე, რკინიგზის სადგურ მიუსიუსლის ჩრდილო — დასავლეთით 71 კმ მოშორებით. წარმოადგენს XV-XIX სს სახელმწიფო ისტორიულ — კულტურულ ნაკრძალს, რომელიც შედის „დიდი აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ტურისტულ მარშრუტში. აგებულია უბნის აღნაგობის მსგავსად. ლაჰიჯი წარმოადგენს ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურული მშენებლობის შუასაუკუნეების ორიგინალურ ძეგლს, მოპირკეთებული ქუჩებითა და მოედნებით, წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემებით. ადგილობრივი საკანალიზაციო სისტემის წლოვანება 1000 წელს უახლოვდება. ყოველი შენობა აგებულია ქვით, რომელნიც გადახურულნი არიან ხის კოჭებით.
სოფელი | |
---|---|
ლაჰიჯი აზერ. Lahıc | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | მთიანი შირვანი |
რაიონი | ისმაილი |
კოორდინატები | 40°50′57″ ჩ. გ. 48°23′01″ ა. გ. / 40.84921111° ჩ. გ. 48.38373389° ა. გ. |
პირველი ხსენება | მე-7 საუკუნე |
ფართობი | 0.8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1215 მეტრი |
მოსახლეობა |
5 228 (1864), 6 915 (1886), 5 142 (1897), 1 981 (1959), 862 (1979), 842 (1989), 837 (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | AZ3123 |
საავტომობილო კოდი | 31 |
ოფიციალური საიტი | http://ivanovka.net/ |
ლაჰიჯი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მან გაითქვა თავი შუასაუკუნეთიდან თავისი ცივი იარაღისა და სპილენძის ნაკეთობების დამზადებით, რომლებიც მოპირკეთებულია გრავირებული ორნამენტებით. დაბის ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ ლაჰიჯები (თვით სახელწოდება — ლახიჯები).
ლაჰიჯი უწინარი დროიდან განთქმული იყო, როგორც ხელოსნობის ცენტრი, კერძოდ კი აქ ამზადებდნენ მხატვრულ სპილენძის ნაწარმს. ლაჰიჯის როგორც ადრინდელ, ასევე თანამედროვე მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენდა და ახდენს სპილენძის ნივთების წარმოება. აქ შენარჩუნებულია სპილენძის დამუშავების ძველი ხალხური ტრადიციები. სპილენძის ნაკეთობების ხელოსნობის განვითარებამ ხელი შეუწყო სხვა ხელოსნობის პროფესიების განვითარებას — მჭედლობას, ქვანახშირის წარმოებას და ა.შ., რომელნიც დღემდე შემორჩა ლაჰიჯში. მთლიანობაში ლაჰიჯში XIX საუკუნისთვის ჩამოყალიბდა 40-მდე დამხმარე პროფესია. სპილენძის წარმოება ლაჰიჯში ძირითადად თავმოყრილი იყო „აღალის“ უბანში. ამ უბანს ეს სახელი იმის გამოც დაერქვა, რომ ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო უამრავი სპილენძის სახელოსნო „მისგიარ ბაზარი“ („მესპილენძეების ბაზარი“). დამზადებული სპილენძის ნაკეთობები აქვე იყიდებოდა სახელოსნოებში, რომელთა ფასადებსაც იყენებდნენ დახლებად. ცნობები XIX საუკუნის ლაჰიჯის სპილენძის დახლების რაოდენობაზე შემოინახა ო. ევეცკიმ „კავკასიის ხელნაკეთ წარმოებებში“ – მან ლაჰიჯში დათვალა 200 სპილენძის საამქრო.
1850 წლის კავკასიის მხარის წარმოების გამოფენაზე აღნიშნული იქნა ხელოსან მამედ კადირის ნაკეთობები, რომელიც დასაჩუქრდა ფულადი პრემიით თავისი სპილენძის ჭურჭლისთვის. ლაჰიჯის ხელოსნების ნამუშევრები გამოფენილი იყო 1873 წლის ვენის მსოფლიო გამოფენაზე. ამ გამოფენის შესახებ, სპეციალურ გაზეთში დაწერეს: „სოფელი ლაჰიჯი (შემახის მაზრა) ძველი დროიდან განთქმულია თავისი სპილენძის ჭურჭლით, რომლის ნიმუშებიც წარდგენილია ვენის გამოფენაზე და ამ კოლექციას შეუძლია გაავრცელოს ამ მხარის ნაწარმის დიდება: აქ გამოფენილი ჭურჭელი, ჭიქები, თასები, თვითმყოფადებია და უდავოდ მიეკუთვნება ამ სახეობის ნაწარმების ბრწყინვალე ნიმუშებს. მთელი ჭურჭელი მდიდრულად დამუშავებულია და გრავირებულია.[1]
სპილენძის წარმოება. მჭედელი ლაჰიჯიდან
რედაქტირებალაჰიჯი უწინარი დროიდან განთქმული იყო, როგორც ხელოსნობის ცენტრი, კერძოდ კი აქ ამზადებდნენ მხატვრულ სპილენძის ნაწარმს. ლაჰიჩის, როგორც ადრინდელ ასევე თანამედროვე მოსახლეობაზე დიდ გავლენას ახდენდა და ახდენს სპილენძის ნივთების წარმოება. აქ შენარჩუნებულია სპილენძის დამუშავების ძველი ხალხური ტრადიციები. სპილენძის ნაკეთობების ხელოსნობის განვითარებამ ხელი შეუწყო სხვა ხელოსნობის პროფესიების განვითარებას — მჭედლობას, ქვანახშირის წარმოებას და ა.შ., რომელნიც დღემდე შემორჩა ლაჰიჯში. მთლიანობაში ლაჰიჯში XIX საუკუნისთვის ჩამოყალიბდა 40-მდე დამხმარე პროფესია. სპილენძის წარმოება ლაჰიჯში ძირითადად თავმოყრილი იყო „აღალის“ უბანში, ამ უბანს ეს სახელი იმის გამოც დაერქვა, რომ ქუჩის ორივე მხარეს განლაგებულნი იყვნენ უამრავი სპილენძის სახელოსნო „მისგიარ ბაზარი“ („მესპილენძეების ბაზარი“). დამზადებული სპილენძის ნაკეთობები აქვე იყიდებოდნენ სახელოსნოებში, რომლების ფასადებსაც იყენებდნენ დახლებად. ცნობები XIX საუკუნის ლაჰიჯის სპილენძის დახლების რაოდენობაზე შემოინახა ო. ევეცკიმ კავკასიის ხელნაკეთ წარმოებებში, რომელმაც ლაჰიჩში დათვალა 200 სპილენძის საამქრო.
სპილენძის ჭურჭელი ლაჰიჯიდან ასევე ინახება ლუვრში. ბერნის მუზეუმში კი ინახება აზერბაიჯანის ცივი და ცეცხლსასროლი იარაღეის კოლექცია, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოჰყოფენ თოფებს, ხმლებს და ლაჰიჯის ხანჯლები, რომლებიც მორთულები არიან ორნამენტებით და ინკრუსტაციებით.
2015 წლის იანვარში აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ერთობლივად გამოსცეს საფოსტო მარკები, რომლებიც მიეკუთვნებიან ორივე სახელმწიფოს ხალხურ ხელოვნებას. ერთ-ერთ მარკაზე გამოსახულია ლაჰიჯის სპილენძის ნიმუშები, მეორეზე კი – რუმინული ქალაქ ხორეზის კერამიკული ნაწარმი.
რესურსები ინტერენტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლაჰიჯი (ისმაილი)“ ვიკისაწყობში.
- ლაჰიჯი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ლაჰიჯი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ჩანაწერები. ტიფლისი, 1873