ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
ვერონა — სოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვერონა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | გომბორი |
კოორდინატები | 41°51′06″ ჩ. გ. 45°14′32″ ა. გ. / 41.85167° ჩ. გ. 45.24222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1200 მ |
მოსახლეობა | 57[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
საფოსტო ინდექსი | 3804[2] |
მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე გომბორის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, საგარეჯოდან 53 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებასოფელ ვერონის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. 1950 წელს სოფლის ერთ-ერთ ყანაში აღმოჩნდა დანგრეული ქვის სამარხი, რომელშიც იყო გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის ე. წ. კახური ტიპის ბრინჯაოს მახვილი (ძვ. წ. XII ს. II ნახ. – X ს.). 1974 წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური) სოფლის დასაწყისში გათხარა ძვ. წ. VIII–VI საუკუნეების ვერონის სამაროვანი.
სოფელი ვერონა (ვერენა) მოხსენიებულია კახთა მეფე ალექსანდრე I-ის 1579 წლის შეწირულობის სიგელში. სოფლის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე, ადგილობრივი კლდის ქვით ნაგები IX–X საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხეს ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს: „ციხე ვერენისა, მაგარი“. შემორჩენილია ქვითკირის კედლები, მრგვალი ბურჯები და კოშკები. ციხის ქვედა ტერასაზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 94 | 42 | 52 |
2014[1] | 57 | 32 | 25 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვერონა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- მაისურაძე ბ., ვერონის არქეოლოგიური ძეგლები // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 218-219, თბ., 2013 წელი.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 101.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II