ვერონის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერონას ჩრდილო-აღმოსავლეთით, გომბორაულად წოდებულ ადგილში, ციხის ქვედა ტერასაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. წყობაში შიგადაშიგ რიყის ქვებიცაა ჩართული. კედლები შელესილი ყოფილა (კედლის სისქე ფუძის დონეზე 1,9 მეტრია).

კოშკის უმეტესი ნაწილი დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხე და შესაბამისი კუთხის ნაწილები, რომელთა შეერთებით შექმნილი კუთხე გარედან მომრგვალებულია ისე, რომ მისი ორივე ბოლო კედლის სისქეშია შეჭრილი და კუთხეში ჩართულ, ნახევარწრიულ ბურგს წააგავს, რაც კოშკის ინდივიდუალური თავისებურებაა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26291