ნუგზარ გაჩავა
ნუგზარ მიხეილის ძე გაჩავა (დ. 28 მარტი, 1933, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მღვაწე (1979).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟოსორო ფაკულტეტი 1957 წელს. დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ბათუმის (1957–1960), თბილისის სანკულტურის (1964–[[1967), რუსთავის (1967–1971) სახელმწიფო დრამატულ თეატრებში, თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (1971–1985). 1985 წელს იყო რუსთავის სახელმწ. დრამ. თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1986 წლიდან — იყო თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის დირექტორი. 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
გაჩავას დადგმული აქვს სპექტაკლები: რუსთავის თეატრში: „ფსკერზე“ (მ. გორკი), „ხიდი“ (მ. ჯავახიშვილი), „დურემანტი“; მუსიკალური კომედიის თეატრში: „ლამანჩელი“, „ისევ ამ ქვეყნად დავრჩები“ (ნ. დუმბაძე), „ო ადონაი, ისმინე“ (ლ. მილორავა) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.