ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი — სახელმწიფო თეატრი საქართველოში, ბათუმში. გაიხსნა 1937 წლის 18 მარტს. პირველი დასის წევრები იყვნენ რუსთაველის თეატრის სტუდიის აჭარელი კურსამთავრებულები, პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ა. ჩხარტიშვილი. სხვადასხვა დროს ბათუმის თაეტრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები ვ. ყუშიტაშვილი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, შ. მესხი, გ. ღვინიაშვილი, გ. ჟორდანია; მსახიობები: ნ. თეთრაძე, ი. კობალაძე, ა. მგელაძე, მ. ხინიკაძე, ლ. აფხაზავა, გ. ახვლედიანი, შ. გეჯაძე, გ. გოგიბერიძე, თ. სულხანიშვილი, გ. იმნაიშვილი, მ. შერვაშიძე, ი. ცანავა, ნ. წერეთელი.
თეატრის შენობა აშენდა 1952 წელს არქიტექტორ ლ. ტეპლიცკის პროექტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბუხნიკაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 151.
- აჭარის ასსრ ლიტერატურისა დახელოვნების დეკადა თბილისში, ბათუმი, 1957
- გერსამია ს. ბათუმის თეატრი 70 წლის მანძილზე, ბათუმი, 1949