ლაზარე (სამადბეგიშვილი)
ეპისკოპოსი ლაზარე (ერისკაცობაში — დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი; დ. 20 აგვისტო, 1955, თბილისი — გ. 20 ნოემბერი, 2020, იქვე) — ბორჯომისა და ბაკურიანის მღვდელთმთავარი 2017-2020 წლებში. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავარი 2014-2017 წლებში. კორონავირუსით გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს.[1]
ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) | |||
| |||
---|---|---|---|
2 იანვარი, 2017 — 20 ნოემბერი, 2020 | |||
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
წინამორბედი: | სერაფიმე | ||
დაბადების სახელი: | დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი | ||
დაბადება: | 20 აგვისტო, 1955 თბილისი | ||
გარდაცვალება: | 20 ნოემბერი, 2020 (65 წლის) თბილისი | ||
ბერად აღკვეცა: | 1997 წლის 19 აპრილი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1982 წლის 7 მარტი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1982 წლის 21 მარტი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 2014 წლის 11 ივნისი |
2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი ლაზარე გამორჩეულ იქნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ეპისკოპოსად.[2] ხოლო 2014 წლის 11 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.[3]
2017 წლის 2 იანვრიდან ხელმძღვანელობდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას[4].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, რომელსაც თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსიც ჰქონდა, გარდაიცვალა“. კვირის პალიტრა. 2020-11-20. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-20. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ წმიდა სინოდის სხდომა 03/06/2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-01-31.
- ↑ interpressnews.ge 11/06/2014
- ↑ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) უწინამძღვრებს — კარიბჭე