თამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი (დ. 18 იანვარი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი, საბჭოთა და რუსეთის, ისრაელის მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, საქართველოსა (1991) და რუსეთის სახალხო არტისტი (2004).
თამარ გვერდწითელი | |
---|---|
თამარ გვერდწითელი 2012 წ. | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 იანვარი, 1962 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
წარმოშობა | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველები[1] |
ჟანრ(ებ)ი | რომანსები |
საქმიანობა | მომღერალი |
საიტი | ოფიციალური საიტი |
თამარ გვერდწითელი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებაებრაელი დედის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ოდესელი ინა კოფმანის წყალობით, ადრეულ წლებშივე დაიწყო მუსიკაში მეცადინეობა, ჩააბარა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში. 70-იანების დასაწყისში ბავშვთა საესტრადო ანსამბლ მზიურის სოლისტი გახდა, რომელთანაც მთელი საბჭოეთი შემოიარა გასტროლებით. სკოლის შემდეგ თამარმა თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა და ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კლასი და ვოკალისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლეჯი დაამთავრა.
19 წლისამ საერთაშორისო კონკურს „წითელ მიხაკში“ გაიმარჯვა სოჭში. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურსში დრეზდენში, 1984 წელს მიიღო ლენინური კომკავშირის პრემია (1981-1983 წლების საკონცერტო პროგრამებისთვის), 1988 — კონკურს „ოქროს ორფეოსზე“ გაიმარჯვა სოფიაში. გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფესტივალებზე.
1989 წელს გვერდწითელი საქართველოს დამსახურებული, 1991 წელს საქართველოს სახალხო არტისტი გახდა. 2004 წელს კი რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.[2]
1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის „ოლიმპიაში“ მისი პირველი კონცერტიც გაიმართა. ლეგრანმა, გვერდწითელის სამიათასიანი დარბაზისთვის წარდგენისას, განაცხადა: „პარიზო, დაიხსომე ეს სახელი!“ და თამარმაც დაიპყრო პარიზი.
დღესდღეობით თამარ გვერდწითელი დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე ასრულებს კარმენის პარტიას მსოფლიოში სახელგანთქმულ ტენორ ვლადიმერ გრიშკოსთან დუეტში; იგივე ოპერის მოსკოვში დასადგმელადაც ემზადება დირიჟორ ვლადიმერ ზივასთან ერთად. თამარს იღებენ კინოში, იგი მუშაობს რუსული აკადემიის თეატრში მიუზიკლზე „ადამიანი ლამანჩიდან“ ვლადიმერ ზელდინთან ერთად. აქტიურად აწყობს გასტროლებს.
სიმღერებს ასრულებს რვა ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად, უკრაინულად.
გამოცემული აქვს ალბომები „აღსარება“ (1991), „7 ბალადა“ და სხვ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება- პირველი ქმარი (1984-1995 წლებში) — გიორგი კახაბრიშვილი (1946-2021) — რეჟისორი, ეკავა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა[3]. 1984—1995[4][5][6]
- ვაჟი ალექსანდრე (სანდრო) კახაბრიშვილი[7] (დ. 1986) სწავლობდა აშშ-ში, ამჟამად სწავლობს ინლისში University of the Arts London-ში Mass Media and Culture-ის ფაკულტეტზე[8][9][10].
- მეორე ქმარი დიმიტრი, ადვოკატი[11], სსრკ-დან (ბაქოდან) ემიგრირებული იყო ბოსტონში, გარდაიცვალა იქვე, გულის გაჩერების გამო[12][13][14][15]
- 2001—2005 — მესამე ქმარი სერგეი გიორგის-ძე ამბატიელო — კარდიოქირურგი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლ-ძარღვთა ცენტრის თანამშრომელი[8] განქორწინდნენ 2005 წელს[16][17][18]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1984 — ლენინური კომკავშირის პრემია
- 1989 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[19]
- 1991 — საქართველოს სახალხო არტისტი
- 1998 — ღირსების ორდენი
- 2004 — რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამარ გვერდწითელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამარ გვერდწითელი სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ დარბაზში პროგრამით „... და ღმერთმა შექმნა ქალი“. ინტერნეტ-ტელეარხი „ხელოვნება ტვ“ დაარქივებული 2012-06-29 საიტზე Wayback Machine.
- საიტი თამარ გვერდწითელზე
- თამარ გვერდწითელის ხელოვნებისადმი მიძღვნილი საიტი
- გვერწითელი Peoples.ru-ზე
- ქართული სისხლი ებრაულს აკავებს Jewish.ru-ს ინტერვიუ
- ისრაელი. ინტერვიუ თამარ გვერდწითელთან და მის დედასთან
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Гвердцители Тамара Михайловна — биография певца, личная жизнь, фото, музыка
- ↑ УКАЗ ПРЕЗИДЕНТА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ Тамара ГВЕРДЦИТЕЛИ: «Жизнь вновь обрела краски» /ДЕНЬ/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2012-10-06.
- ↑ 8.0 8.1 Тамара гвердцители: "я выхожу на сцену только из левой кулисы, играю исключительно на чёрном рояле… — Газета «ФАКТЫ и комментарии»
- ↑ Тамара Гвердцители: красное и чёрное — Газета — Зеркало недели. Украина[მკვდარი ბმული]
- ↑ Аргументы и факты — Тамара Гвердцители: «Муж поставил меня на ноги» — «АиФ Суперзвёзды», № 18 (24) от 15.09.2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.05.2013. ციტირების თარიღი: 06.10.2012.
- ↑ Ирина Рудакова. (29 мая 2011) ТАМАРА ГВЕРДЦИТЕЛИ. Без любви вянут цветы и глаза не блестят. ОТДОХНИ! ИМЕНА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-02. ციტირების თარიღი: 2011-06-05.
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
- ↑ Тамара Михайловна Гвердцители: Пресс-Портрет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-06. ციტირების თარიღი: 2012-10-06.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-23. ციტირების თარიღი: 2012-10-06.
- ↑ Певица Тамара Гвердцители развелась // KP.RU
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1989. № 3. გვ. 15-16.