იცოცხლე, გენაცვალე (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იცოცხლე, გენაცვალე! — 1981 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომელშიც ერთი შეხედვით 4 დამოუკიდებელი კინონოველა ერთ მთლიან კინონაწარმოებად იკვრება.

„იცოცხლე, გენაცვალე!“

კადრი ფილმიდან „იცოცხლე, გენაცვალე!“ — „ვახშამი“
დამდგმელი რეჟისორი თამაზ გომელაური
ვახტანგ კიკაბიძე
სცენარის ავტორი ვახტანგ კიკაბიძე
თამაზ გომელაური
როლებში ვახტანგ კიკაბიძე
გოგი ქავთარაძე
კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე
ოპერატორი იგორ ამასიისკი
მხატვარი ჯემალ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1981
ხანგრძლივობა 77 წუთი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა ქართული

ოთხივე ნოველის: „ვახშამი“, „საიდუმლო“, „მივლინება“ და „მოცარტი“ ორი ცენტრალური გმირია ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის და გიორგი (გოგი) ქავთარაძის პერსონაჟები. ოთხივეს აერთიანებს განსაკუთრებული თბილისური სტუმართმოყვარეობის თემა, რომელიც ყველა ნოველაში სხვადასხვა სახით არის შემოთავაზებული.

 
კადრი ფილმიდან „იცოცხლე, გენაცვალე!“ — „მივლინება“

„ვახშამი“ — მოსკოვში სამსახურებრივი მივლინების დროს ორი თანამშრომლის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში დააბინავეს. ახალი წელი ახლოვდება და 30 გრადუსიანი ყინვის გამო ერთმანეთთან მისვლას ვერ ახერხებენ. დღესასწაულის აღნიშვნა ტელეფონის საშუალებით გადაწყვიტეს. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ საუბარში შემთხვევით ერთვება ადგილობრივი რუსი, რომელიც ცოლ-შვილთან დაკავშირებას 3 დღეა ცდილობს და ვერ ახერხებს. მეგობრები ახალი წლის ტელეფონით ერთად აღნიშვნას შესთავაზებენ. მალე ქართველებს შამპანურები გამოელევათ, მაღაზიები კი დაკეტილია…

„საიდუმლო“ — სომხეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის გული რომ არ დაეწყვიტა, გივიმ პაპისეული სახლის კედლისგან ტივი გააკეთა…

 
კადრი ფილმიდან „იცოცხლე, გენაცვალე!“ — „მოცარტი“

„მივლინება“ — არც თუ ისე ახალგაზრდა მეგობრები, გაგრაში მივლინების დროს, ზღვაში გასაბერი ნავით შესულები ჭადრაკს თამაშობენ. მათ ნავს მოცურავე გოგონები დაეჯახებიან და ორივენი წყალში აღმოჩნდებიან. დავითმა კი ცურვა არ იცის. გოგონები მას გადაარჩენენ. მეგობრები რამდენიმე სასიამოვნო დღეს გაატარებენ სტუდენტ გოგონებთან ერთად. თბილისში დაბრუნებულები კი ორივე ზედმეტი გადატვირთვისგან მწოლიარედ არიან. გოგონებს კი შეჰპირდნენ, რომ თბილისში გავლისას მათ მატარებელს დახვდებოდნენ. საბოლოოდ მათ მაგივრად მათი ცოლ-შვილი ძღვენით დატვირთულები წავლენ სადგურზე სტუდენტების დასახვედრად.

„მოცარტი“ — თბილისში გასტროლებზე ჩამოსული უცხოელი მუსიკოსი ფილარმონიაში მოცარტის ნაწარმოებებს ასრულებს. ნოდარმა სტუმრის პატივსაცემად რესტორანში სუფრა გაშალა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფი მოიწვია, რომელშიც მისი მეგობარი შიო უკრავდა. შიო თვითნასწავლი მუსიკოსია, რომელსაც ბავშვობიდან ზედმეტსახელს „მოცარტს“ ეძახდნენ. მასაც სურდა უცხოელი მუსიკოსის კონცერტზე მოხვედრა, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა. შიო ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი დაკვრით აღფრთოვანებული უცხოელი მასთან ერთად დადგებოდა სცენაზე…

გადამღები ჯგუფი

რედაქტირება
  • დამდგმელი რეჟისორი — თამაზ გომელაური, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
  • სცენარის ავტორი — თამაზ გომელაური, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
  • დამდგმელი ოპერატორი — იგორ ამასიისკი
  • დამდგმელი მხატვარი — ჯემალ მირზაშვილი
  • კომპოზიტორი — გიორგი ცაბაძე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება